"ლივერპულსა" და "ჩელსის" პედრის შეძენა უნდოდათ

"ლივერპულსა" და "ჩელსის" პედრის შეძენა უნდოდათ

"ბარსელონას" 17 წლის ტალანტის, პედრის დამატება ევროპის წამყვან კლუბებს სურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

2019 წლის სექტემბერში "ბარსელონამ" "ლას პალმასთან" პედრის ტრანსფერი თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, მიმდინარე წლის ზაფხულში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს შეუერთდა. "ბლაუგრანას" ნიჭიერი მოთამაშე 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

როგორც ირკვევა, პედრის უამრავი მსურველი ჰყავდა. კატალონიური წყაროს ცნობით, ესპანელმა მოთამაშემ "ლივერპული", "ატლეტიკო", "რეალი", "დორტმუნდი" და "ჩელსი" უარით გაისტუმრა და არჩევანი "ბარსელონას" სასარგებლოდ გააკეთა.

პედრის "ბარსელონური" კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო და მისი პროგრესიც აშკარაა. იგი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის დიდი ნდობით სარგებლობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ნოემბერი 2020 09:26
    2
    ეს სეზონი ექსპერიმენტების და შეთამაშების წელია, მომავალი სეზონი კი ტიტულების.
    ფანი [?]
    #2 1 ნოემბერი 2020 23:47
    15
    ერთი რაღაც მინდა ვთქვა, გრანდებისთვის ეს სეზონი ძალიან რთული იქნება.. არავის გაუვლია წინა სასეზონო მომზადება, ამდენი თამაში ყოველ მე 3 დღეს, ყველას უჭირს შეხედეთ, სიტის, ლივერპულს, იუვეს, ინტერს, რეალს, მან უტდს, ჩელსის, არასტაბილურად თამაშობს ყველა.... ბარსას რაც შეეხება ძალიან ნერვოულობენ ეტყობათ ამდენ შანსს რომ ანიავებენ... 3-4 თამაში რომ მოიგონ ზედი ზედ დაწყნარდებიან და გოლებიც მოვა, მესი 5-6 ჯერ ურტყავს თამასში საიდანაც 2 მაინც მაგარი მომენტი აქვს, მარა რად გინდა მაზავს, ეგ უკვე იმის ბრალია რომ დაძაბული თამაშობს.... ახალი გუნდი ესე მალე არ შენდება დრო უნდა ყველაფერს, ეს გუნდი მომავლისაა ამ პატარა ბიჩებს ვერ მოვთხოვთ რომ სულ სტაბილურად ითამაშონ, ბევრი შეცდომაც ექნებათ მარა მაგ შეცდომებზე ისწავლიან და განვითარდებიან, ჯერ ყველაფერი წინაა დავივიწყოთ წარსული გუნდი ეგეთი შეილება ისტორიაში აღარ ყავდეს ბარსას, რაც მთავარია კიდევ ბოლომდე ბრძოლობენ არ გამოსდით კარგად მარა შარშან არც ბრძოლობდნენ ყურებს ყრიდნენ .... წინ ბარსა მომავალი შენია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ნოემბერი 2020 23:28
    9
    ბოლო 3 - 4 წლის ყველაზე კარგი იმედის მომცემი ტრანსფერია ჩემი აზრით კარგად თამაშობს ეს ბიჭი ასევე ტრინკაუც მაგრამ მეტი სატამაშო დრო ჭირდებათ