რობერ პირესი: მესის და რონალდუს ვერავინ შეედრება

რობერ პირესი: მესის და რონალდუს ვერავინ შეედრება

ლონდონის "არსენალის" ექს-ფეხბურთელმა, რობერ პირესმა, თავისი დროის და თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა. 

"უჰ.. ისინი ბევრნი იყვნენ: ზიდანი, ჯორკაეფი, ანრი, ბერგკამპი, რიკელმე... ერთ-ერთი საუკეთესო ვის წინააღმდეგაც მითამაშია რონალდინო გახლდათ. 

ვიმედოვნებ, მესი და რონალდუ რაც შეიძლება დიდი ხანი ითამაშებენ და ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში მათი თამაშის ყურებას და თამაშისგან სიამოვნების მიღებას შევძლებთ. 

ვინ შეცვლის მათ? არ ვიცი, არსებობს თუ არა ვინც ამას შეძლებს. მე მომწონს ნეიმარის და მბაპეს დონის ფეხბურთელების თამაშის ნახვა, მაგრამ მესის და რონალდუს ვერავინ შეედრება. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში მათი მსგავსი მოთამაშე ვიხილოთ.", - პირესის სიტყვებს AS ციტირებს.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.