"ალავესი" vs "ბარსელონა" | მატჩისწინა მიმოხილვა

"ალავესი" vs "ბარსელონა" | მატჩისწინა მიმოხილვა

ზოგადი მიმოხილვა

7 ტურის შემდეგ ლა ლიგაში დომინანტური და სტაბილური გუნდი ჯერ კიდევ არ გამოვლენილა. სეზონი გრანდების ფეხის დაცდენით და აუტსაიდერების აღზევებით დაიწყო. "ბარსელონა" კი გრანდებს შორის ყველაზე წარუმატებელ სეზონს იწყებს. 

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში მოპოვებულმა გამარჯვებამ კატალონიელებს ხასიათი ოდნავ გამოუკეთა, მაგრამ ახლა ლა ლიგაში სიტუაციის გამოსწორება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ბლაუგრანა" "მენდისოროსაზე" ზედიზედ განცდილი ორი მარცხით ჩადის, ხოლო "ალავესმა" ბოლო ტურში "ვალიადოლიდთან" გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა და გასავარდნ ზონას 2 ქულით დაშორდა.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსასა" და "ალავესს" ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 23 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17-ში კატალონიელებმა გაიმარჯვეს, 4-ში ბასკებმა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 

უკანასკნელი მატჩების მიხედვით, "ბარსასთვის" "ალავესი" ძალიან მარტივი მეტოქეა, რადგან ამ შეხვედრებში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ჯამში 16 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 მიიღეს.

გუნდების დანაკლისი

"ბარსელონას" ტრავმის გამო სამუელ უმტიტი, რონალდ არაუხო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფილიპე კოუტინიო გამოაკლდებიან. ტექნიკური მიზეზების გამო კი რიკი პუჩი და მატეუს ფერნანდესი.

"ალავესის" დანაკლისი უფრო მსუბუქად გამოიყურება. ბასკებს მხოლოდ პერე პონსი და როდრიგო ელი გამოაკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

"ბარსელონა" (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, ტრინკაუ, გრიზმანი, ფატი, მესი.

"ალავესი" (3-5-2): პაჩეკო, ლეიენი, ნავარო, ლაგვარდია, მენდესი, ჟოტა, ბატალია, პინა, დუარტე, ხოსელუ, პერესი.

საინტერესო ფაქტები

"ბარსელონას" "ალავესის" წინააღმდეგ სტუმრად გამართულ ბოლო 8 შეხვედრაში მეტოქეებისაგან გოლი არ მიუღია.

"ალავესმა" კატალონიელებთან ბოლო 8 შეხვედრა დათმო.

ბასკებს საშინაო კედლებში ლა ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში "ბარსასთვის" გოლი არ გაუტანიათ. 

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი: "როგორც ყველა ჩვენი ოპონენტი, ჩვენ ჩვენს თამაშს ვაანალიზებთ. მთავარია, ფეხბურთელებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ისეთივე მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით."

პაბლო მაჩინი: "ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც "ბლაუგრანაა", დაცვასა და შეტევაში კარგად უნდა თამაშობდე და თანაც, ცოტა იღბალიც გქონდეს. "ხეტაფემ" "ბარსას" სძლია და ეს ჩვენც შეგვიძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    31 ოქტომბერი 2020 16:30
    0
    დღეს შავი ფორმებით ვიქნებით.
    --------------------
    № 10
    წევრი [?]
    31 ოქტომბერი 2020 14:51
    1
    ნეტუ,დესტი.პიკე.ლანგლე.ალბა,პიანისტა დე იონგი .გრიზმანი.დემბელე.ფატი მესი.
    გულშემატკივარი [?]
    31 ოქტომბერი 2020 11:40
    0
    ნეტუ
    დესტი პიკე არაუხო
    დეიონგი პიანიჩი
    დემბელე გრიზმანი ფატი
    მესი
    ფანი [?]
    31 ოქტომბერი 2020 11:39
    0
    ციტატა: კახა
    სილქ უნივერსალზე იქნება?

    არა, სილქ სპორტ 1ზეა

    ციტატა: Ani benzo
    Dadzabuli tamashi iqneba albat saxlahi alavesi araa xelwamosakravi magram barcam wina turi realtan waago da mgonia rom mat bogmas alavesze amoigebs, ase rom alavess dzalian rtuli tamashi elis

    0-6 გვაქვს ალავესის სტადიონზე მოგებული ასევე როცა დაცვითი გუდი იყო ბარსა 0-2 იგებდა როცა არაშემტევი იყო 0-3 ასე რომ შენ არ ინერვიულო

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-გრიზმანი-ანსუ ფატი
    მესი


    დემბელე-ტრინკაო
    ანსუ ფატი-პედრი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ბრაითვეიტი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    წევრი [?]
    31 ოქტომბერი 2020 10:34
    0
    სილქ უნივერსალზე იქნება?
    Culé [?]
    31 ოქტომბერი 2020 02:54
    1
    ციტატა: Guro
    ვინმემ ნიკის შეცვლა მასწავლეთ

    ჯობია ადმინს მიწერო
    ფანი [?]
    31 ოქტომბერი 2020 02:26
    1
    ციტატა: Guro
    ვინმემ ნიკის შეცვლა მასწავლეთ

    პროფილში შედი, რედაქტირებას დააჭირე და შეცვალე სახელი!
    ფანი [?]
    31 ოქტომბერი 2020 00:38
    2
    ვინმემ ნიკის შეცვლა მასწავლეთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    31 ოქტომბერი 2020 00:10
    6
    Dadzabuli tamashi iqneba albat saxlahi alavesi araa xelwamosakravi magram barcam wina turi realtan waago da mgonia rom mat bogmas alavesze amoigebs, ase rom alavess dzalian rtuli tamashi elis