ალავესი-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

ალავესი-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლა ლიგის მე-8 ტურის წინ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ალავესი"

"როგორც ყველა ჩვენი ოპონენტი, ჩვენ ჩვენს თამაშს ვაანალიზებთ. მთავარია, ფეხბურთელებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ისეთივე მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით".

ძირითადი შემადგენლობა

"შემადგენლობის შერჩევისას ფიზიკურ ასპექტსაც უნდა მიაქციო ყურადღება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი უფრო და უფრო იზრდება. "იუვენტუსთან" თამაში, თითქმის, იდეალური იყო, თუმცა ხელიდან ბევრი საგოლე მომენტი გავუშვით, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელმაც იცის თუ როგორ იპოვოს სივრცე. შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, რადგან თერთმეტზე მეტი ფეხბურთელი გვყავს".

ტერ შტეგენი

"გუშინ, მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თავს კარგად გრძნობს, თუმცა დრო კიდევ სჭირდება. რამდენიმე სავარჯიშო სესიის შემდეგ იგი ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნება".

უმტიტი

"ამ მომენტისთვის, სათამაშოდ მზად არაა. დღეს, მან ვარჯიშის გარკვეული ნაწილი შეასრულა, ვარჯიშები სრულად უნდა ჩაატაროს. ამისთვის, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. მიხარია, რომ გუნდთან ერთადაა".

პედრი

"პედრი ძალიან თავმდაბალი ბიჭია. ის, რომ პრესა მასზე ამდენს საუბრობს, ნორმალურია, რადგან მან 17 წლის ასაკში ჯერ პირველ "კლასიკოში", შემდეგ კი "იუვენტუსთან" ითამაშა, თანაც ასე კარგად. იგი ძალიან თავმდაბალია და ყველაფერს რეალურად უყურებს, ასეც რომ არ იყოს, ამაში ჩვენ დავეხმარებით. იგი თამაშით სიამოვნებას იღებს, ასევე, თანაგუნდელების დახმარებით, მოედანზე ბრწყინავს".

პრეზიდენტის პოსტი

"არ ვიცი. გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. მე მწვრთნელი ვარ და გუნდის განვითარებისთვის, სასურველი შედეგების მიღწევისა და ტიტულების მოსაგებად ვმუშაობ. ამას აკეთებენ მწვრთნელი და ფეხბურთელები. არჩევნებამდე კანდიდატები თავიანთი პროექტების შესახებ ისაუბრებენ. დაველოდოთ, ვინ გახდება პრეზიდენტი".

დემბელე

"მის თამაშზე გავლენას ტრავმები ახდენდნენ, ახლა კი უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია. იგი კრეატიული და ძალიან სწრაფია, ორივე ფლანგზე თამაშობს, გუნდს სჭირდება ფეხბურთელები, რომელთაც ერთი ერთზე ფეხბურთელის მოტყუება შეუძლიათ. მას განვითარების პერსპექტივა აქვს. მთავარია, კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს".

ფატი

"მას ვურჩევდი, რომ მუშაობა გააგრძელოს. გუშინ, კონცენტრირებაზე ვისაუბრეთ. ზოგჯერ, ბურთის დაკარგვა კონცენტრირების ნაკლებობის ბრალია და არა - ფეხბურთელის შესაძლებლობების. ამიტომაც, უნდა მოუმატო. მას ჩვენ ყოველდღე ვეხმარებით. მას უდიდესი ტალანტი აქვს და ყოველდღიური პროგრესისთვის მზად უნდა ვიყოთ".

რიკი პუჩი განაცხადს მიღმა

"ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა. რამდენიმე თამაშში 23 ფეხბურთელი გვყავდა, რაც, ჩემთვის, ბევრია. ოპტიმალურ ვარიანტს 20 ან 21 ფეხბურთელი წარმოადგენს. მირჩევნია, ის ფეხბურთელები მყავდეს, რომლებიც ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობენ და საჭიროების შემთხვევაში კარგ სათამაშო ფორმაში იქნებიან".

პედრის პოზიცია

"ვფიქრობ, მას სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, ეს გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული. მაგალითად ავიღოთ "იუვენტუსთან" მატჩი: კუადრადოს წინააღმდეგ თამაში, დაცვაში ჟორდი ალბასთან ერთად ყოფნა, სად თამაშობს ლეო - წინ თუ 9-იანის უკან. პედრიმ აჩვენა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს".

პედრი და ფატი

"ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთამაშეები არიან. ანსუ ძალიან კარგია, თუმცა ფოკუსირების მხრივ, მომატება შეუძლია. პედრის შემთხვევაში, არის სხვა ასპექტები, რომელიც მან უნდა გააუმჯობესოს. 17 და 18 წლის ფეხბურთელი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის".

მარადონა

"თავის ეპოქაში, იგი საუკეთესო იყო. ახლა, ჩემთვის, საუკეთესო ფეხბურთელი მესია. დღევანდელი და მაშინდელი ფეხბურთის შედარება რთულია, რადგან დღეს თამაში უფრო ინტენსიურია, ბევრი რამ შეიცვალა".

არაუხო

"მას დიდი მომავალი აქვს, მცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია. მიუხედავად სიმაღლისა, საკმაოდ სწრაფია, ძლიერია, თავით კარგად თამაშობს. თუმცა გარკვეული ასპექტები უნდა გააუმჯობესოს, მაგალითად, შეტევების დაწყება და პირველი შეხება. მისით კმაყოფილი ვარ, იმედია, მალე დაგვიბრუნდება".

გრიზმანი

"ანტუანთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. იმედია, ცოტა გაუმართლებს, რადგან წინა თამაშში ორი კარგი მომენტი შექმნა. გოლი მას შედარებით დაამშვიდებს".

უთამაშებელი ფეხბურთელები

"ახლა არც ისე ბევრი შესაძლებლობაა, რადგან გუნდი საკმაოდ ჩამოყალიბდა. ასეთ დროს, შენს შანსს უნდა დაელოდო და ყოველდღე, ვარჯიშებსა თუ "ბარსა B-ს" თამაშებში, აჩვენო, რომ მზად ხარ".

ახალგაზრდები

"ყველას ვეუბნები, რომ მომენტით ისიამოვნონ. ყოველდღე არ ხდება, რომ ორი 17 წლის ფეხბურთელი ასეთ დონეზე თამაშობდეს. მათ ვურჩევდი, რომ იყვნენ თავმდაბლები და იშრომონ თავდაუზოგავად, რადგან კარიერა ძალიან დიდხანს გრძელდება. ფეხბურთელები, რომლებთანაც ეს ორი-სამი თვეა შეხება მაქვს, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მათ იციან თუ რა უნდა გააკეთონ".

მარჯვენა ფლანგი

"პირველ რიგში, სერჟინიო დესტის ტრანსფერით მოხარული ვარ. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. მან თავისი შესაძლებლობები "რეალთან" თამაშში აჩვენა, თუმცა სერჟი რობერტოს ვენდობით, რადგან მან სეზონის სტარტზე კარგად ითამაშა და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, მან არ უნდა ითამაშოს. კონკურენცია ორივესთვის კარგია და შანსს ორივე მიიღებს. ამ პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენციაა".

"ალავესთან" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 30 ოქტომბერი 2020 21:27
    0
    ციტატა: Griezzy7
    დემბელე მარჯვენა ფლანგზე კარგია, იქიდან უფრო ამწვავებს ვიდრე მარცხნიდან
    .
    გრიზმანი ცენტრში რო დგას თავს უფრო თავისუფლად გრძნობს და კარგადაც ითამაშა იუვესთან, უბრალოდ ერთი გოლი უნდა რომ ხასიათზე მოვიდეს, და უნდა დაეხმარონ თანაგუნდელები!

    მესი გუშინ ძალიან კარგად იდგა ბევრიც ირბინა, რავი მე არ მახსოვს მესის ამდენი ერბინოს ბოლო 3 წელია

    პედრიც მარცხნიდან უფრო კარგად თამაშობს ვიდრე მარჯვნიდან, კლასიკოში მარჯვნივ იდგა და დიდი ვერაფერი გააკეთა, იუვენტუსთან კიდე ათრია 2-3 ფეხბურთელი

    ჩემი აზრით ძირითადის შეტევა ესეთი უნდა იყოს
    გრიზმანი
    ფატი---კოუტინიო---მესი


    ფატი - პედრი
    კოუტინიო - დემბელე
    გრიზმანი - ტრინკაო

    ბრეიტვეიტი უდავოდ გასაშვებია და დეპაია მოსაყვანი მაგის ნაცვლად!
    ------------------------------------------
    ნახევარდაცვაში ჩემი აზრით დე იონგი და პიანიჩი უნდა იდგნენ აუცილებლად.

    პიანიჩმა გუშინდელ თამაშში იმდენი ირბინა რაც ბუსკეცმა ბოლო 3 წელი მემგონი 😏 სკამზე უნდა დაჯდეს ბუსიი, დროა უკვე!

    რიკის მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს კუმანმა თორე ძაან აითვალწუნა უკვე ეგ ფეხბურთელი და შეიძლება წავიდეს და ვერც ვერავინ გაამტყუნებს მერე ფეხბურთელს!

    დანარჩენი ნახევარმცველები : ალენია, ორიოლ ბუსკეცი, მატეუს ფერნანდეში - გაასაშვებია
    -------------------------------------------------------
    დაცვის ცენტრი ჩემი აზრით ისევ უმტიტი და პიკე უნდა იყვნენ! ( თუ უმტიტიმ კიდევ არ მიიღო ტრამვა)

    ფლანგზე ალბა უკვე ძაან არასტაბილურად თამაშობს და შემცვლელი მოსაყვანია აუცილებლად. ფირპოს იმედზე ჩემი მტერი იყოს!

    მარჯვენა ფლანგი მოვაგვარეთ როგორც იქნა! გვყავს დესტი და რობერტო!
    -----------------------------------------------
    მეკარეს რაც შეეხება აქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ტერ შტეგენი ნეტუ და კიდე 2 ნიჭიერი მეკარე გვეზრდება ( ინიაკი პენია და არნაუ ტენასი )

    ამ გუნდს ჭირდება 3 ფეხბურთელი - მარცხენა და ცენტრალური მცველი. ფორვარდი
    იდეალური იქნებოდა ( ტალიაფიკო. უპამეკანო. დეპაი )

    ალენიაზე ვერ დაგეთანხმები დანარჩენი ყველაფერში სწორი ხარ მამენტ პუჩის გაშვება არაა ტრაგედია რადგან ზე ტალანტი გვყავს ალენიას სახით და უნიჭიერესი პედრი კიდე

    ციტატა: ousmane dembele 11
    ნეტო
    დესტი პიკე ლენგლე ალბა
    დე იონგი პიანიჩი
    დემბელე პედრი ფატი
    მესი

    ფედრი-გრიზმანი
    დემბელე-ტრინქაო
    ალბა-პირფო
    პიანიჩი-ბუსი

    დროა უკვე ალენიასაც მიეცეს შანსი ალავესზე უკეთეს გუნდთან სად უნდა დაიტესტოს ისე ალავესისთვის გოლიც კი აქვს გატანილი კარლესს თან სტუმრად

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-გრიზმანი-ანსუ ფატი
    მესი


    დემბელე-ტრინკაო
    ანსუ ფატი-პედრი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ბრაითვეიტი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2020 18:51
    0
    ნეტო
    დესტი პიკე ლენგლე ალბა
    დე იონგი პიანიჩი
    დემბელე პედრი ფატი
    მესი

    ფედრი-გრიზმანი
    დემბელე-ტრინქაო
    ალბა-პირფო
    პიანიჩი-ბუსი