Sport: "კოუტინიოს გეგმა" პედრის

Sport: "კოუტინიოს გეგმა" პედრის

"ბარსელონამ" გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის, პედრი გონსალესის, ფიზიკური განვითარებისთვის სპეციალური გეგმა შეადგინა, წერს Sport.

კატალონიური გამოცემის თქმით, სამწვრთნელო შტაბს პედრის ისეთივე გარდაქმნა სურს, როგორიც ფილიპე კოუტინიომ მიუნხენის "ბაიერნში" გაიარა.

17 წლის ფეხბურთელს კუნთის მასის მომატება სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან მის სხეულს განვითარება ჯერ არ დაუსრულებია.

აქედან გამომდინარე, პედრისთვის სპეციალური გეგმა შეიქმნა, რომელიც ერთი მხრივ, მისი ფიზიკურ კონდიციას გააუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივ ზრდას ხელს არ შეუშლის.

რამდენიმე დღის წინ, "იუვენტუსთან" შეხვედრაში პედრიმ შესანიშნავად ითამაშა. RAC1-მა იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 30 ოქტომბერი 2020 22:42
    0
    და ყველა რო ეგრე მოხოდონ არ იზავს? :D:D რომელს აწყენდა ცოტა ფერზე მოსვლა
    [?]
    #5 30 ოქტომბერი 2020 21:31
    0
    ციტატა: Guro
    აუ პუჩსაც დაუნიშნონ ეს პროგრამა რა მოხდება.ერთი ეგ არააქ და თუ მოიმატა წონაში ტოპ ნახ.მცველი დადგება რიკისგან.კარგია რო კუმანი აქცევს ფიზიკურ კონდიციებს ყურადღებას.აბა ვალვერდეს ხელში გათლილ ფანქრებს გავდა სასტავი

    პუჩი რო გააფუჭონ პროსტა არ ვაპატიებ კუმანს, სულ რო მესი და ინიესტა გამოძერწოს ფატის და პედრისგან პუჩის გაფუჭების უფლება არ აქვს. მაგიტო მიხაროდა ამისი მოსვლა ახალგაზრდებს განავითარებს თქო და პუჩზე უარის თქმა თუნდაც პოზიციური მიზეზით არასწორია, დაჟე ხანდახან ტაქტიკის შეცვლაც შეიძLება და ტიპიური 4-1-2-3 ით თამაში პუჩის ხათრით. რატო უნდა ჩაიციკლოს გუნდი 1 ტაქტიკაზე და ყველამ რატო უნდა იცოდეს წინასწარ 1 საყრდენს გაიყვან თუ ორს. პლიუს მაგას წელს არა მარა მომავალ წელს პირველ გუნდს უნდა გაუშინაურდეს მორიბა, რაში გვინდა ვეინალდუმი. მორიბა დიდი ტალატია. და კიდე 2 ტოპ ტალანტი გვყავს ახალგაზრდულში, ერთია ბალდე, აი თავს დავდებ რო დიდი ფეხბურთელი დადგება თუ სწორად მიხედავენ და ენდობია. აღარ უნდა განმეორდეს კუკურელიას ან გრიზმალდოს შემთხვევა. საერთოდ არაფრით ჩამოუარდება ალფონსო დევისს. შემტევი იყო და მარცხენა მცველად აქციეს, სუპერ სისწრაფე და დრიბლინგი აქვს ამ პატარა ბიჭს და ეგ და ფატი ფლანგს ცეცხლს გაუჩენენ. მარცხენა მცველი კიდე მაგრად გვჭირდება. ფირპოს გაყიდვა და მაგ ბიჭის დაწინაურება 1-2 წლის მერე იდეალური გადაწყვეტილება იქნება. და ბოლოს ჩემი ჯილა ილიას აკომაჩი. ვისაც არ გინახავთ ნახეთ. ძალიან დიდი ტალანტია. პატარა ლეოს მაგონებს. გვყავს ხალხო მაგარი თაობა და მგონი აღარ დაგვჭირდება ტრანსფერები. დღეს გვიჭირს დაცვაში და მოიყვანონ (დააბრუნონ) გარსია, დააწინაურონ ბალდე და ილიასი. პლიუს მაგათ მორიბა. გვყავს პუჩი პედრი დესტი ფრენკი ფატი ტრინკაო, თუ ივარგა დემბელეც. ძალიან დიდი და ნიჭიერი რესურსია. მთავარია სწორი მიდგომა. ნაძირალა მოვიშორეთ ვინც 2 მილიონებად ყიდიდა ამ ტალანტებს და იქნებ გვეშველოს. ნახეთ იუთუბზე ალეხანდრო ბალდეს და ილიას აკომაჩის თამაშები და მითხარით არიან თუ არა ძალიან დიდი ტალანტები. მე ლაივშიც მინახავს მარტო იუთუბით არ ვსაზღვრავ
    ფანი [?]
    #4 30 ოქტომბერი 2020 18:07
    3
    ეს, ფატი,ტრინკაო,არაუხო, დესტი,რიკი და უტრავმო დემბელე. 1-2 წელიწადში ხერხემალს გამოვაცლით ნებისმიერ გუნდს უკანალიდან.
    Culé [?]
    #3 30 ოქტომბერი 2020 14:38
    10
    აუ პუჩსაც დაუნიშნონ ეს პროგრამა რა მოხდება.ერთი ეგ არააქ და თუ მოიმატა წონაში ტოპ ნახ.მცველი დადგება რიკისგან.კარგია რო კუმანი აქცევს ფიზიკურ კონდიციებს ყურადღებას.აბა ვალვერდეს ხელში გათლილ ფანქრებს გავდა სასტავი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ოქტომბერი 2020 14:32
    8
    ძალიან მომეწონა ეს 17 წლის ბავშვი . სწორად განვითარება და ხელშეწყობა უნდა და კაი მომავალი აქვს.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #1 30 ოქტომბერი 2020 13:40
    13
    ამ ბიჭს განსაკუთრებულად მოუფრთხილდით <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...