კუმანის მიერ მივიწყებული ფეხბურთელები

კუმანის მიერ მივიწყებული ფეხბურთელები

მიმდინარე სეზონში "ბარსამ" უკვე 7 ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე კვლავ არ გვიხილავს.

სანამ სეზონი დაიწყებოდა, რონალდ კუმანმა სხვადასხვა ინტერვიუში მოგვცა მინიშნებები იმის თაობაზე თუ ვის დაეყრდონობოდა მომავალ თამაშებში და ვის - არა. ჯერჯერობით, ნიდერლანდელი თავის ნათქვამს ასრულებს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სამუელ უმტიტი, დიდი ხანია, ტრავმირებულები არიან. გამოჯანმრთელების შემდეგ, გერმანელი ძირითად შემადგენლობაში თავის კუთვნილ ადგილს ნამდვილად დაიბრუნებს. რაც შეეხება 26 წლის ფრანგს, თუ მუხლმა ისევ არ უმტყუნა, ცენტრალურ მცველთა სიმცირისა და კლემან ლანგლეს თამაშის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასტარტოში დაბრუნების კარგი შანსი ექნება. 

მათ მსგავსად, კუმანს არცერთი წუთი არ დაუთმია კარლეს ალენიასა და მატეუს ფერნანდესისთვის. ალენია, დიდი ალბათობით, ზამთარში თუ არა, ზაფხულში მაინც, კლუბს დატოვებს. მატეუს ფერნანდესმა კი მასში გადახდილი 7 მილიონის გამართლება ჯერ განაცხადში მოხვედრით უნდა დაიწყოს.

"ბარსას" გულშემატკივრებს გული ყველაზე მეტად რიკი პუჩზე გვწყდება. კუმანმა მას პირდაპირ ურჩია სხვა კლუბში იჯარით წასვლა, თუმცა რიკიმ დარჩენა და თავისი შანსისთვის ლოდინი გადაწყვიტა. 7 თამაშში მის ანგარიშზე "ხეტაფესთან" გატარებული 3 წუთია. 

"ბარსას" 9-იანი მარტინ ბრეითუეიტი მოედანზე სამჯერ ვიხილეთ, ჯამში 13 წუთი. ჟუნიორ ფირპო კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში გამოდის შეცვლაზე, სულ, 29 წუთი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან, ტრავმის გამო, "სელტასთან" და "სევილიასთან" მატჩები გამოტოვა.

აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელია გუნდში, რომელსაც, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, არცერთი წუთი არ აქვს გამოტოვებული - ლიონელ მესი და ნეტუ მურარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 ოქტომბერი 2020 18:43
    0
    ამ ალენიას, ზე ტალანტს, რატომ ვერავინ ამჩნევს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ოქტომბერი 2020 14:33
    8
    თავისუფლად შეიძლება რიკის თამაში იქ სადაც პიანიჩი თამაშობს.დეიონგი პიანიჩი ძირითადში.ბუსკეცი ფრენკის შემცვლელად და რიკი პიანიჩის.ყველა ფიზიკურად რო სუსტია მაგას უწუნებს მაგრამ ბარსამ მეტრანახევრიანი ჩავი ინიესტათი შექმნა ეპოქა ცენტრში ფეხს არ ანძრევინებდნენ არცერთ მეტოქეს.აგერ მესის შეხედეთ.ეგერ მასკერანოც რა იყო სიმაღლეში მაგრამ რა კლასნი იყო როჟა.მთავარი ჟილკა და მონდომებაა თუ ამას ნიჭიც ემატება (რაც პუჩს ნამდვილად აქვს) გამარტყით კუნთები ერთგან.რიკი არის ლა მასიას აღზრდილი,სულით კულე ტექნიკით,პასის კულტურით,მოედნის ხედვით და დარტყმაც კარგი აქვს.ვერ ვხვდები დრო რატო არ უნდა მისცე.მისი გაშვება დიდი შეცდომა იქნება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 30 ოქტომბერი 2020 13:05
    7
    პუჩი არ დაკარგონ...დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის....ეს თუ წავიდა...მერე მოუწევთ კატასტროფა თანხის გადახდა დასაბრუნებლად....ესე ვფიწრობ....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #3 30 ოქტომბერი 2020 12:39
    6
    ოსასუნასთან უნდა მისცეს შანსი ყველას !! პირველ ტაიმში ძირითადი გუნდი და მეორეში უნდა შემოყაროა ყველა ანგარიშიდან გამომდინარე რათქმაუნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ოქტომბერი 2020 12:13
    5
    ალენიას ნიჭს ვერ მოვკარი თვალი ამიტომ ზამთარშივე უნდა წავიდეს.
    --------------------
    აზრი?
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2020 11:41
    8
    რიკიზე მწყდება გული მაგრამ თავის თავს დააბრალოს ტიპს ქალიშვილის ფიზიკა აქვს,ფიზიკურქდ მაინც მოძლიერდეს.ბევრი ფეხბურთელია სუსუტი აღნაგობით მაგრამ ეს ნამეტანია 7 წლის ბავშვს გავს.ორთაბძოლებში ძალიან დაიჩაგრება