ბოლო დღეების 4 შეუმჩნეველი პოზიტივი
- 29-10-2020, 23:42
-
kraken
- 7

მესის ღიმილი
ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელს ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომა გაუხარდა. რომ არა სეზონის დასაწყისში მისი ინტერვიუ, შესაძლოა, უნდობლობის მოძრაობისთვის საკმარისი ხელმოწერა არც შეგროვებულიყო.
სეზონის მიმდინარეობისას მის ხასიათში მცირე უკმაყოფილებას ალბათ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ის თამაშზე სრულად კონცენტრირებული და რაც მთავარია ბედნიერი ჩანს.
კარგ ფორმაში მყოფი პედრი
პედრიმ მასზე არსებულ ზეწოლასა და წნეხს, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაუძლო.
17 წლის ფეხბურთელს გულშემატკივრები მომავალ ანდრეს ინიესტასაც უწოდებენ და რიკი პუჩიზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
"იუვენტუსთან" პედრის ნაჩვენები პერფორმანსი მიმდინარე სეზონში მისთვის საუკეთესო იყო.
უსმან დემბელეს გამონათება
სტაბილურობა არის სწორედ ის, რაც ახლა დემბელეს ყველაზე მეტად სჭირდება. "ბებერ ქალბატონთან" მისი ყურებისას 2018 წლის უსმანი გაგვახსენდა, რომელმაც "ტოტენჰემის" დაცვას ერთი ამოსუნთქვით ჩაუქროლა და "დეზებს" ულამაზესი სოლო-გოლი გაუტანა.
ახალწვეულების შთამბეჭდავი თამაში
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სატრანსფერო ფანჯრით გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩენენ, რისი მიზეზიც ლუის სუარესის წასვლა გახლდათ, მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამჟამად ახალწვეულები კარგად გამოიყურებიან.
სერჟინიო დესტმა კარგად შეცვალა ნელსონ სემედუ და ჟორდი ალბაც კი. მირალემ პიანიჩი ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგისთვის შესაფერისი მეწყვილეა. რაც შეეხება ტრინკაუს, ის სათადარიგოთა სკამიდან შესანიშნავად შემოდის და თან სრული პოტენციალი ჯერ არ გამოუმჟღავნებია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]