პედრისა და ანსუ ფატის კიდევ უფრო განვითარებაში უნდა დავეხმაროთ - პიანიჩი

პედრისა და ანსუ ფატის კიდევ უფრო განვითარებაში უნდა დავეხმაროთ - პიანიჩი

"იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა კლუბის ახალგაზრდებზე ისაუბრა

"ჩვენი მოთამაშეები უნიჭიერესები არიან, სხვაგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ვერ ითამაშებდნენ. მათ ტალანტი აქვთ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშს იმსახურებენ.

ანსუ მატჩის მეორე ნახევარში მატჩში შესანიშნავად ჩაერთო, პედრიმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. გაიზრდებიან, თუმცა ჯერ ახალგაზრდები არიან და მათ კიდევ უფრო განვითარებაში უნდა დავეხმაროთ.

დღევანდელმა მატჩმა თვითრწმენა შეგვმატა. დიდებულ მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით. სწორ გზას ვადგავართ და არ უნდა გადავუხვიოთ.", - ციტირებს ბოსნიელის სიტყვებს Sky Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 29 ოქტომბერი 2020 21:29
    0
    ფიზიკურად მოამზადეთ და ამათ ტექნიკა და აზროვნება არ აკლიათ კარგი ახალგაზრდებია და არ უნდა დიკარგონ როგორც ბარტომეუს დროს დაიკარგა ბევრი კარგი ახალგაზრდა ლა მასიას მიხედეთ და არ გადაყრით მილიონებს ტყუილად.
    [?]
    #3 29 ოქტომბერი 2020 12:27
    1
    ციტატა: ფარნა
    ამან ითამაშა? მატჩი არ მინახავს საინტერესო ქნა რამე?ყოფილ გუნდთან ან იუვეს რიგებში იყო არტური?

    არტური მერე შემოვიდა ბოლოსკენ. ბურთით არ მინახავს. პიანიჩს ძალიან კარგი თამაში ქონდა. 2 ჯერ დაარტყა შორიდან. რამდენიმე კარგი პასიც გააკეთა და უამრავი ართმევაც ქონდა. შეცდომაც ქონდა საკმაოდ უხეში მარა ჯამში კარგი და სანდო ნახევარმცველია. ბევრს მუშაობს და ასაკის გარდა ყველა კომპონენტში ჯობს არტურს. დაჟე ბუსისაც მირჩევნია მე
    Culé [?]
    #2 29 ოქტომბერი 2020 12:06
    0
    ამან ითამაშა? მატჩი არ მინახავს საინტერესო ქნა რამე?ყოფილ გუნდთან ან იუვეს რიგებში იყო არტური?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ოქტომბერი 2020 10:15
    7
    იმედია შევა გუნდი ფორმაში,დასტაბილურდება და ექნებათ მოგებების სერია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.