კრისტიან ვიერი: მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია

კრისტიან ვიერი: მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ "ბარსელონას" კაპიტანზე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

მესიმ "იუვენტუსთან" ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რის შემდეგაც ვიერიმ არგენტინელი ვარსკვლავი შეაქო.

"მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია. როდესაც ის აღარ თამაშობს, ტელევიზორს ვიშორებ და Netflix-ს ვუყურებ, რადგან იქ სანახავი აღარაფერი იქნება", - ციტირებს ვიერის სიტყვებს CBS Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.