რონალდ კუმანი "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "იუვენტუსთან" ანგარიშით 2-0 მოგების შემდეგ, კომენტარს აკეთებს.

"კარგად ვთამაშობთ და საგოლე შანსებს მუდმივად ვქმნით. დღეს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ადრევე შეგვეძლო, თუმცა ბვერი მომენტი გავაფუჭეთ. გრიზმანს არ გაუმართლა, ფრანგმა მუშაობა უნდა განაგრძოს.

ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე ყურადღების გამახვილება სწორ ქმედებად არ მიმაჩნია, მთავარი - გუნდურობაა.

ფრენკი დე იონგს ადრე ცენტრალური მცველის პოზიციაზე უთამაშია, რასაც დღევანდელ მატჩშიც კარგად გაართვა თავი.

ევროპის ერთ-ერთი დიდი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი პერფორმანსი ვაჩვენეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ.

ვფიქრობ, ეს ჩემი მოსვლის შემდეგ საუკეთესო თამაში იყო. "ბლაუგრანამ" მოედანზე ბრძოლისუნარიანობა დაგვანახა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

პედრი შთამბეჭდავი იყო. ასაკის მიუხედავად, ის თავის ხასიათს ავლენს. გონსალესი "ბარსელონას" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება.

მესისთან ჩახუტება? მასთან ურთიერთობა რთული არასდროსაა. ჩვენს შორის გამართული შეხვედრისას, გულრწფელად ვისაუბრეთ. როგორც კი ლეო დაბრუნდა, გამარჯვებისათვის - მაქსიმუმის გაღება, მისი საუკეთესო დონის შესანარჩუნებლად კი გულმოდგინედ მუშაობა დაიწყო. არგენტინელს უბრალოდ ვეუბნები: "ჩვენ მატჩის ბედი ნაადრევად უნდა გადავწყვიტოთ".

ბართომეუ? მხოლოდ სპორტულ საკითხებზე ვფიქრობთ. ვიმედოვნებ, ეს მდგომარეობა ჩვენზე არ იმოქმედებს - "იუვესთან" სწორედ ეს კომპონენტი გამოჩნდა.

ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის გადადგომამ გამაკვირვა, რადგან ბევრი ძვრა შეინიშნებოდა. ჩემი აზრით, ბორდს კლუბისთვის მხოლოდ სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება სურდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ვმუშაობ, ჩემს მიზანს კი კლუბის გაუმჯობესება წარმოადგენს", - აცხადებს ნიდერლანდელი.

შეგახსენებთ, კატალონიელთა მხრიდან გოლები უსმან დემბელემ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. "ბარსა" 6 ქულით G ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    30 ოქტომბერი 2020 01:17
    0
    ერთადერთი ვინ ანელებს შეტევას და ჩერდება გრიზმანია ))) და ვფიქრობ მაქ ბრატი რომ ყოფილიყო უფრო მეტს გავიტანდით
    ფანი [?]
    29 ოქტომბერი 2020 12:59
    0
    მადლობა, მადლობა კიდე ასიათასი მადლობა ბოსს❤️
    წევრი [?]
    29 ოქტომბერი 2020 11:50
    1
    უბრალოთ გაგვიმართლა რომ გუშინ ფორვარდი მორატა იყო და არა რონალდო.. სუარესის წასვლა უდიდესი შეცდომა იყო
    Culé [?]
    29 ოქტომბერი 2020 11:11
    8
    პედრი არის სასწაული. ტიპი არის 17 წლის.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ფანი [?]
    29 ოქტომბერი 2020 09:53
    18
    მთლად უტიტულოდ რო დავრჩეთ კუმანზე ცუდი არაფერი დამცდება.კაცმა გაპარტახებული გუნდი ჩაიბარა.მოითხოვა 4კაცის ტრანსფერი და მარტო 1მოუყვანეს.ახალგაზრდებს ათამაშებს.ერთადერთი პუჩსაც თუ მისცემს ცოტა დროს კარგი იქნება მაგრამ არ დაგვავიწყდეს რო გააფრთხილა ვერ გათამაშებო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    29 ოქტომბერი 2020 07:10
    12
    ბრავო დემბელეს კარგია მიდი მოიხოდე
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    წევრი [?]
    29 ოქტომბერი 2020 02:51
    13
    Kumanis xeli daetyo gunds 😍 am barsashi pasi sivrceebis asatvisevlad da shetevashi gadasvlistvis ketdeba, rogorc ki shetevis shansi uchndeba gunds mteli dzalebit ein midis, aba setienis barsas daginebuli hqonda albat ro win ar unda asuliyo gundi :d valverdeze arafers vambob, magisi debili dedasheve.i amdeni xani gabida da erti wamit ar gaminelda valverdesadmi sidzulvili :d mokled kumans miecit kidev 2-3 tve imistvis ro kide ufro sheatamashos gundi, teqnikuri wuni minimumamde daiyvanos, es balgebi daagvinos cota, gunds ashkarad aqvs potenciali💣
    ფანი [?]
    29 ოქტომბერი 2020 02:35
    14
    გრიზმანს ბოლოს როდის გაუმართლა ის მითხარი 😀 უკვე აღარ ვიცი რას უნდა დააბრალოს ის მომენტი უნდა გაეტანა
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE