"ბარსელონა" ჩავი სიმონსის დაბრუნებას ცდილობს
- 28-10-2020, 22:41
-
DaviD_ViLLa_7
- 8

"ბარსელონა" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" 17 წლის ტალანტის, ჩავი სიმონსის დაბრუნებაზე მუშაობს. ამ ინფორმაციას Le10Sport ავრცელებს.
ჩავი სიმონსი "ბარსას" სკოლის აღზრდილია. ნიდერლანდელი ფეხბურთელი "ლა მასიაში" 2010-2019 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც მან პსჟ-ს მიაშურა. ნიჭიერმა მოთამაშემ პარიზულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსელონა" ჩავი სიმონსის დაბრუნებას ცდილობს, ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით კი, "ბლაუგრანამ" იმედისმომცემი ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გაამზადა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ნახევარმცველს "პარი სენ-ჟერმენთან" მოქმედი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2022 წელს იწურება, ჯერ არ გაუხანგრძლივებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]