ალექსანდერ ჩეფერინი სუპერ ლიგის შექმნის თაობაზე საუბრობს

ალექსანდერ ჩეფერინი სუპერ ლიგის შექმნის თაობაზე საუბრობს

UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის ახალი სუპერ ლიგის შესახებ საუბრობს. როგორც იცით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა გადადგომამდე დააანონსა, რომ კლუბი ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს.

"ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სუპერ ლიგის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სოლიდარობის, დაწინაურების, ჩამოქვეითებისა და სხვა ღია ჩემპიონატების პრინცპები განიხილული არაა, რადგან ისინი ევროპულ ფეხბურთსა და ჩემპიონთა ლიგას საუკეთესოს ხდიან.

UEFA და მისი კლუბები მზად არიან, ამ იდეის განადგურებაში დიდი ძალისხმევა ჩადონ. 10, 12 ან თუნდაც 24-გუნდიანი ტურნირის წამოწყება მოსაწყენი იქნება", - აცხადებს სლოვენიელი.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ წარმოიშვა, ბოლო ინფორმაციით კი, ეს აზრი FIFA-მაც მოიწონა. თუ ეს ტურნირი დაარსდება, "ბარსელონასთან" ერთად მასში მონაწილეობას ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდები მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ოქტომბერი 2020 23:22
    1
    ინფანტინოც დავირუსდა.
    Culé [?]
    #1 28 ოქტომბერი 2020 22:01
    1
    ჩემი აზრით მართლა არაა ამ ტურნირის შექმნა აუცილებელი და ფულის კეთებაზე არიან გადასულები მარტო. ფეხბურთი კიდიათ ვაფშე. მარტო გრანდებიო. არაერთხელ მინახავს პატარა გუნდთან სენსაციურად შერცხვენილი გრანდი. მთავარი თამაშის სურვილი და შემართებაა. მითუმეტეს კიდე უფრო გადაღლიან ამ ტურნირით ფეხბურთელებს და მერე ნახეთ ჩავარდნილი თამაშები, არამარტო ჩვენთვის, ყველა გუნდს ასე დაემართება.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"