ოფიციალურად: "ბარსელონას" დროებითი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "ბარსელონას" დროებითი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონას" ახალი, დროებით დირექტორთა საბჭო ცნობილია. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი კომისიის თავმჯდომარე ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი კარლეს ტუსკეტსი იქნება. ის ჟოზეპ მარია ბართომეუს დროებით შემცვლელად მოგვევლინა.

მმართველი კომისია, რომელიც კლუბს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, 8 წევრისგან დაკომპლექტდა. ესენი არიან:

  • კარლეს ტუსკეტსი - პრეზიდენტი
  • ჟოან რამონ რამოსი - ვიცე-პრეზიდენტი
  • ჟოან ლუის გარსია - ხაზინადარი
  • ჟოზეპ მარია მირი - მდივანი
  • მიკელ ლადო - სპიკერი
  • ჟოზეპ მარია შერსავინსი - სპიკერი
  • ალეშ ტინტორე - სპიკერი
  • სონია კანო - სპიკერი

მმართველი კომისია პირველ სხდომას ხვალ, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე გამართავს, 15 საათზე კი კარლეს ტუსკეტსი განცხადებას გააკეთებს.

დროებითი დირექტორთა საბჭოს მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ჩატარება და ახალ დირექტორთა საბჭოს შექმნამდე კლუბის მართვაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 28 ოქტომბერი 2020 22:02
    1
    რამდენი ჟოზეპ მარიააა😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 ოქტომბერი 2020 20:54
    0
    წარმატებები
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 ოქტომბერი 2020 18:52
    3
    მეჭურჭლეთუხუცესი რომელი ჟოზეპია