როგორ შეიტყვეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ბართომეუს გადადგომის შესახებ

როგორ შეიტყვეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ბართომეუს გადადგომის შესახებ

ჟოზეპ მარია ბართომეუმ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა და შტაბის წევრებმა ეს ინფორმაცია ტურინში, საერთო სადილზე გაიგეს. 

რეაქცია საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო - ზოგმა მოთამაშემ კმაყოფილება ღიად გამოხატა, ზოგი კი უბრალოდ გაკვირვებული დარჩა. მთლიანობაში კი, გასახდელში მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე კლუბში არსებული დაძაბულობის შესუსტებაზე დადებითად იმოქმედებს. 

ბართომეუს ფეხბურთელების ნაწილთან ახლოს არ იყო, ბოლო პერიოდში კი მათთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა. მაგალითად, ლიონელ მესი პრეზიდენტს ბოლოს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა. მსგავსი სიტუაცია იყო ჟერარ პიკეს შემთხვევაშიც, რომელმაც, მესის მსგავსად, თავის უკმაყოფილებაზე მედიასთან ისაუბრა. 

ფეხბურთელები, რომლებთანაც ბართომეუს შედარებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ფრენკი დე იონგი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან. 

დღეიდან არჩევნებამდე "ბარსელონას" დროებით კარლეს ტუსკეტსი უხელმძღვანელებს, რომელიც ახლახანს ჟოზეპ მარია ბართომეუს შეხვდა და მისგან კლუბის სათავეში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიიღო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 28 ოქტომბერი 2020 23:47
    2
    ჩემი აზრით მხოლოდ ბართუმეუს გადადგომა არაა ბარსას მთავარი პრობლემა გუნდს გაახალგაზრდავება სჭირდება და ამას ვერსად გაექცევი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ოქტომბერი 2020 22:47
    1
    "მიზანს მივაღწიეთ - ბარსა მსოფლიოსთვის პატივსაცემი და საყვარელი კლუბი გახდა", - ბართომეუ
    ---------
    თუ დასაცინი? ბარსას პატივისცემა ყოველთვის ქონდა შე ქინძო. ამ საუკუნეში, თუ ეს ვინმემ უფრო მაღლა აწია ეს არის ლაპორტა, გვარდიოლა და თვით ფეხბურთელები. შენი პატივისცემა კი ნულს ქვემოთაა. შენი კამერის კარი კი ღიაა, გელოდება.
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 ოქტომბერი 2020 19:40
    1
    მესის მაგრა ეწყინებოდა:)))

    მიდი მესი აჩვენე ყველას რო ბართოს ბრალი იყო ეს შენი უცუდესი სეზონის სტარტი და რაღაცეები არ დაწეროთ ეხლა
    იმიტო რო მგონი დიდი რეგრესი ეწყება ლეოს რაც ძალიან არ მინდა
    თუ არ მოუმატა ბარსასთვისაც და თავის ლეგასისთვისაც ძალინ ცუდი იქნება:)
    ფანი [?]
    #1 28 ოქტომბერი 2020 19:24
    5
    მესი შენ იყო იოვიჩი თუ დღეს არ გათხარო გოლი
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE