ბართომეუ გადადგა... და რა ხდება შემდეგ?

ბართომეუ გადადგა... და რა ხდება შემდეგ?

ჟოზეპ მარია ბართომეუმ თავის დირექტორთა საბჭოიანად გადადგა. რა ხდება ახლა, სანამ კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება? ამ საკითხს "ბარსელონას" წესდება, კონკრეტულად კი წესდების 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი არეგულირებს.

წესდების თანახმად, დირექტორთა საბჭოს გადადგომის შემდეგ უნდა შედგეს დროებითი დირექტორთა საბჭო, რომელსაც მმართველი კომისია ეწოდება. ამ კომისიის თავმდჯომარედ ინიშნება "ბარსელონას" ფინანსური კომისიის თავმჯდომარე, რომელიც "ბარსელონას" ოფიციალური წევრების (Socio) ომბუდსმენთან ერთად მმართველი კომისიის შემადგენლობას აკომპლექტებს.

მმართველ კომისიაში უნდა შედიოდეს გადამდგარი დირექტორთა საბჭოს წევრების რაოდენობის ნახევარი მაინც, მინიმუმ 7 წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინიმალური რაოდენობა სწორედ 7 წევრი იქნება, ვინაიდან გადამდგარ დირექტორთა საბჭოში 13 წევრი იყო.

ფინანსური კომისიის მმართველსა და წევრების ომბუდსმენს უფლება აქვთ მმართველი კომიიის შემადგენლობაში გადამდგარი დირექტორთა საბჭოს წევრებიც შეიყვანონ.

მმართველი კომისია უფლებებში შეზღუდული იქნება. მისი მთავარი მოვალეობა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, მისი ჩატარება და კლუბის მიერ გარდამავალი ეტაპის გადაგორებაა. მმართველი კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტიელებებს, რომლებმაც შესაძლოა კლუბი აზარალოს.

მმართველი კომისია არჩევნებს ნიშნავს არა უმეტეს 3 თვისა იმ დღიდან, როდესაც მუშაობას შეუდგება.

ამჟამად "ბარსელონას" ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი კარლეს ტუსკეტსია და ბართომეუს დროებითი შემცვლელი სწორედ ის იქნება. თუ მან უარი თქვა, მაშინ ბართომეუს ადგილს ტუსკეტსის მოადგილე დაიკავებს. წევრების ომბუდსმენის პოსტს კი რამონ ტერმენსი (სურათზე) იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 ოქტომბერი 2020 10:50
    2
    არ მჯერა,არაააააააააააა! ბართომეუ ციხეში!
    ფანი [?]
    #1 28 ოქტომბერი 2020 00:10
    5
    ანუ უახლოეს 3თვეში ახალი ხელმძღვანელობა გვეყოლება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.