დღეს ბედნიერი ვარ, ხვალ არ ვიცი, რა მოხდება - ლაუტარო

დღეს ბედნიერი ვარ, ხვალ არ ვიცი, რა მოხდება - ლაუტარო

კატალონიის "ბარსელონას" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე, ლაუტარო მარტინესი გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.

"ბარსას" ინტერესი? საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად ყოველდღე ვმუშაობ. დღეს მთელ ძალებს "ინტერში" ვხარჯავ, რომ გუნდისაგან საუკეთესო შედეგები მივიღო.

დღეს სწორედ ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი, რა მოხდება... ახლა აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ", - აცხადებს არგენტინელი.

შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს აგენტის განცხადებით, ფეხბურთელი "ბარსაში" მესის გვერდით თამაშზე ოცნებობს: "არგენტინელი გუნდს ენთუზიაზმით ეკიდება. მესის გვერდით თამაში მისი ოცნებაა", - ციტირებს ბეტო იაკეს სიტყვებს TNT Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 27 ოქტომბერი 2020 02:49
    3
    ეს სეზონიც თუ საკაიფოდ ითამაშა მერე დაფიქრნენ მოყვანაზე. მე მაინცდამაინც არ მომწონს ეს ფეხბურთელი. დეპაი ბევრად მირჩევნია. დეპაი უფრო მრავალმხრივი და მებრძოლი ფეხბურთელია.