"ბარსელონას" შტაბის პრესკონფერენცია

"ბარსელონას" შტაბის პრესკონფერენცია

კატალონიის "ბარსელონას" "კამპ ნოუს" ოფისში დღეს, 4 საათის განმავლობაში კლუბის მმართველ წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.

თათბირის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესმდივანი, ჟოზეპ ვივესი საგანგებო პრესკონფერენციას მართავს, რასაც განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.

  • 2020/21 წლებისათვის "ბარსელონას" შემოსავალი 828 მილიონი ევროა (28 მილიონით ნაკლები, ვიდრე გასულ სეზონში).
  • ხარჯები - 796 მილიონი ევრო (160 მილიონი ევროთი ნაკლები, ვიდრე გასულ სეზონში).
  • ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ VAR-ის ტექნოლოგიასა და მის მიერ გაწეულ სამუშაოს ემხრობა.

ვივესი

"ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში სტადიონზე ტრიბუნების 25%-ის გულშემატკივრებით შევსება შეგვეძლება, მაისში კი ეს რაოდენობა 50%-მდე ავა"

"ბარსელონა" VAR-ის ტექნოლოგიის უსამართლოდ გამოყენებას გმობს".

ჟოზეპ მარია ბართომეუ

"მთავრობის წარმომადგენლებს უნდობლობის გამოცხადების რეფერდუმის გადატანა 15 ან 16 ნოემბერს ვთხოვეთ, თუმცა პასუხად უარი მივიღეთ".

"კატალონიის მთავრობამ ჩვენს მოთხოვნას პატივი არ სცა, რომ რეფერენდუმისათვის მოსამზადებლად 15 დღე გვქონოდა"

"სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებებს მივიღებდეთ, იქამდე მთავრობას დაველოდებით. როდესაც პასუხი გვეცოდინება, შტაბის შეხვედრა კვლავ გაიმართება".

"ხელფასების შემცირება ახლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოთამაშეებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და შეთახნმებას მივაღწიეთ. მათ მადლობას ვუხდი".

"ყველაფერი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, ანონიმურია. გადაწყვეტილებას ყველა დირექტორი ემხრობა".

"შევთანხმდით, რომ ლეო მესის შესახებ არ მესაუბრა, რადგან ჩვენი კაპიტნის შესახებ საჯარო განხილვა არ დამეწყო. დამადანაშაულეს, რომ მის ტრანსფერს ფინანსური მიზნების გამო ვიყენებდი, თუმცა ყოველთვის კლუბის ინტერესებს ვიცავ".

"ლეოს გადაწყვეტილების მესმის. ისიც მესმის, რომ ბოლო შედეგებით უკმაყოფილოა. თუმცა, მის კონტრაქტში არსებობდა პუნქტი, რამაც ახლა მისი "ბარსელონაში" ყოფნა განაპირობა. ვიმედოვნებთ, რომ ის აქ კიდევ დიდხანს დარჩება.

"გასული სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელის დანიშვნა გარდაუვალი იყო. კუმანი კლუბს კარგად იცნობს და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდის განახლების პრობლემას შეეჭიდოს".

"20,000 წევრს, რომელიც უნდობლობის გამოცხადებას ემხრობა, დიდ პატივს ვცემ. რაიმის შეჩერებას არ ვაპირებთ".

"მაცნობეს, რომ რამოსისა და ლანგლეს ინციდენტის მომენტისას, მსაჯების აუდიოფრაგმენტი არსებობს. ყველა მტკიცებულებას განვიხილავთ და "ბარსას" ინტერესებს დავიცავთ. არარსებულმა პენალტმა თამაში სრულიად შეცვალა".

"არცერთ შემთხვევაში, პოსტის დატოვება არ განმიხილავს, ამისათვის მიზეზი არ არსებობს. კარგი დრო არ იქნებოდა იმისათვის, რომ კლუბი ახალი მენეჯერის ხელში გადავიდეს".

"დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს ერთზე მეტი ტიტულით დავასრულებთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    27 ოქტომბერი 2020 12:01
    0
    მაინც გადებული გაქ ბართუშ ;) ისტორიაშიც შევა როგორც ყველაზე ბანძი პრეზიდენტი ბარსას ისტორიაში .დ
    Culé [?]
    27 ოქტომბერი 2020 11:29
    0
    "დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს ერთზე მეტი ტიტულით დავასრულებთ" - ერთი არ მოგიგიათ 2 ტიტული რა :D
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    27 ოქტომბერი 2020 01:24
    10
    ხომ ვამბობ, რომ თუ ესენი მარტამდე გინდა მოიშორო შუბლში 7 გრამიანი უნდა დააჭედო.
    Culé [?]
    27 ოქტომბერი 2020 00:38
    4
    ჩანერგილია ტიპი
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:48
    7
    კაროჩე დროზე გაა*მეინონ ამ ბართომეუს და გაააყოლონ: ფირპო. ალენია. ბრეიტვეიტი და თუ უმტიტი გამოჯანმრთელდა ლენგლეც მიაყოლონ ამ *ლეებს.

    მოიყვანონ ლაპორტა და ეს ფეხბურთელები: ტალიაფიკო. უპამეკანო. აუარი. დეპაი.
    და ამ სამი ტალანტიდან ერთერთი უეჭველი მოსაყვანია სასწრაფოდ. ( რაიან ჩერკი. კამავინგა. ადილ ოუჩიჩი )
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:47
    3
    წადი შე ოჯახ მოხნულო.წადიიიიი.წაეთრიე.გეყოს ბარსას დაკნინება
    გულშემატკივარი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:24
    2
    ტრანსფერებს რაც შეეხება დეპაის 25 და გარსიას 20 მილიონი ყოველთვის აქვთ, მარა პრიმერამ არ მისცა უფლება, რომ ეყიდათ ვინმე თუ არ გაყიდიდნენ თვითონ... დემბელემ უარი თქვა და დეპაი ჩაიშალა, უმტიტი ვერ გაასუხარეს და ეგეც ჩაიშალა... 10 მილიონად კი სიტიმ არ მოგვცა... ჩახლართულად იყო ტრანსფერები წელს ესპანეთში, რეალს ვაფშე არავინ უყიდია, რომ მომავალ წელს ქონდეს ბევრი ფულის ხარჯვის უფლება, ახალი სტადიონი და რამე....
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:04
    2
    ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ VAR-ის ტექნოლოგიასა და მის მიერ გაწეულ სამუშაოს ემხრობა. ნო კომენტ
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:03
    3
    სულ 28 მილიონით ნაკლები გამოიმუშავეს ვიდრე შარშან და ერთი 20 მილიონიანი ტრანსფერი ვერ გაუკეთეს კუმანს. არადა კაცი სულ 3 ფეხბურთელს: დეპაის, ვეინალდუმს და გარსიას ითხოვდა(ჯამში სამივე 50 მილიონი). შედარებისთვის ლამპარდმა წელს 200 მილიონზე მეტი დახარჯა.
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 23:00
    4
    ტიპებმა გაყიდეს ვარსკვლავი ფეხბურთელები, ხელფასები დაუკლეს მასტებს და 32 მილიონის მეტი მოგება ვერ ნახეს ამხელა ბიზნესში. ჩლუნგია ეს ბართომეუ
    რედაქტორი [?]
    26 ოქტომბერი 2020 22:57
    2
    ციტატა: zarqu
    განახლებადია?

    რამე ახალი არ არის?

    დიახ, განახლებადია
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 22:56
    2
    განახლებადია?

    რამე ახალი არ არის?