ცნობილია - რა უთხრა ასისტენტმა მთავარ მსაჯს საკამათო მომენტში | ვიდეო

ცნობილია - რა უთხრა ასისტენტმა მთავარ მსაჯს საკამათო მომენტში | ვიდეო

მოგეხსენებათ, 2020-2021 წლების სეზონის პირველ "ელ კლასიკოში", რომელიც ლა ლიგის მე-7 ტურში გაიმართა, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხუან მარტინეს მუნუერამ საკამათო სიტუაციაში, კატალონიელთა კარში პენალტი დანიშნა.

ახლა კი, ცნობილი გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" აქვს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც VAR-ის ოთახში მყოფმა ასისტენმა მუნუერას შეატყობინა, რომ კლემან ლანგლეს წესები არ დაურღვევია და მას შემდეგი სიტყვები მოახსენა: "რამოსის ბრალია, რამოსის ბრალია... მან მაისურზე პირველმა მოქაჩა".

მიუხედავად ამისა, 38 წლის მსაჯმა თანაშემწის ნათქვამი უგულებელყო და გადაწყვეტილება მადრიდელთა სასარგებლოდ მიიღო. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანაში" მუნუერასა და მისი ასისტენტის საუბრის ჩანაწერის მოთხოვნის ვარიანტს განიხილავენ, რის შემდეგაც ყველაფერი გაირკვევა.

კლუბში თვლიან, რომ "ბარსას" წინააღმდეგ კამპანიაა წამოწყებული, რომელსაც ველასკო კარბალიო ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი - ყოფილი მსაჯი, ამჟამად კი კომიტეტის წევრია და შეხვედრებზე არბიტრთა დანიშვნა ევალება.

ცალკე განხილვის ღირსია, თუ რამდენად შეესაბამება ზემოხსენებული ცნობა სიმართლეს, ვინაიდან, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუანის თანაშემწე თავისივე ძმა, მიგელ მარტინეს მუნუერა იყო, რომელსაც ნაკლებად სავრაუდოა, მთავარი მსაჯისთვის ეთქვა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ვიდეორეფერის ოთახში მყოფი ასისტენტები ერთიან გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხდებიან, მთავარ არბიტრს უხმობენ, რათა მომენტი თავად განსაჯოს. შესაბამისად, მას გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება აქვს. თუმცა, რამდენად სამართლიანად გამოიყენა ხსენებული უფლება მუნუერამ, სხვა საკითხია...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    27 ოქტომბერი 2020 12:40
    0
    ციტატა: Giorga
    სასტაბ დაწყნარდით ლუის ენრიკემ ისე წააგო პირველივე რეალთანსაჯსაც რი ვერ დააბრალებდი მარა იმ წელს ყველაფერი ავწიეთ დაჟე პივის ბანკებიც ახალი დაწყებულია სეზონი და ყველაფერს დრო ჩირდება ფიზიკურად დედააქვთ ნატირები და ტაქტიკო არაფერი არ ქონდათ სასტაბი სახელებით ირჩეოდა ბულდოგმა ანახა რო ფეხბურთი მარტო სახელი არაა მარა იმას კაი შედეგები დაიდოს დრო უნდა მინიმუმ ნახევარი სეზონი მეორე წრეზე რო ამოქოქა ემრიკემ გავიხსენოთ დამიჯერეთ ბულდოგი ენრიკეზე ნაკლები არაფრითაა


    გიორგა თუ ამბობს ეგრე აბა რააა 😞
    ფანი [?]
    27 ოქტომბერი 2020 08:21
    1
    Ani benzo,
    ბარსამ კი არ დაიწყო წუწუნი, რეალმა დაიწყო "ვითომ სამართლიანად" მოგებები..
    --- რაც თქვენ ლიგაზე უნამუსოდ აკეთეთ, ნახევარი გუნდი ზიდანიან-პერესიან-მსაჯებიანად "ბალახის საძოვად" არის გასაშვები რამოსის მეთაურობით..
    ლა ლიგაზე აღარაფერს დავწერ..ისედაც ყველამ ყველაფერი იცის უნამუსოების ხროვაზე..
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 21:29
    1
    Shemovida vari da barcamac daiwyo wuwuni 🙂
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 21:24
    8
    Memphis Depay,
    და რეალის ფანებს რო კითხო თურმე ბარსელონასკენ არიან მსაჯები არადა მთელი მსოფლიო ხედავს რაც ხდება 😀
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 21:23
    5
    სასტაბ დაწყნარდით ლუის ენრიკემ ისე წააგო პირველივე რეალთანსაჯსაც რი ვერ დააბრალებდი მარა იმ წელს ყველაფერი ავწიეთ დაჟე პივის ბანკებიც ახალი დაწყებულია სეზონი და ყველაფერს დრო ჩირდება ფიზიკურად დედააქვთ ნატირები და ტაქტიკო არაფერი არ ქონდათ სასტაბი სახელებით ირჩეოდა ბულდოგმა ანახა რო ფეხბურთი მარტო სახელი არაა მარა იმას კაი შედეგები დაიდოს დრო უნდა მინიმუმ ნახევარი სეზონი მეორე წრეზე რო ამოქოქა ემრიკემ გავიხსენოთ დამიჯერეთ ბულდოგი ენრიკეზე ნაკლები არაფრითაა
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 21:18
    1
    CHEPE,
    Gamarjobat 🙂
    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 19:42
    1
    იციტ რახდება ტო კუმანი ამ წელსმოხოდავს გუნდს ახალგაზრდებს მეტ გამოცდილებას შესძენს და როცა ხავი მოვა მხოლოდ ტიტულებს მოიგებს ეს შეიძლება კუმანის დროსაც ვნახოთ მაგრამ არგვყავს დაცვა კარგი დესტია მხოლოდ მისაბაძი მაგალითი იმისი რო როცა დაცვას ცვლი და პერსპექტივა მოგყავს მეტი შანსია გოლის არგასვლის ვსო დასრულდეს ალბასა და პიკეს ეპოქა ისინი უნდა წავიდნენ უმტიტიც კი მენანება როგორი კარგი იყო ის რო გვყავდა ლიგაც კი მოვიგეთ მაგრამ რასიზამ მსოფლიოს გამო გაიფუჭა კარიერა
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 19:34
    1
    რამე ახალი გაივიგეთ რაც არ ვიცოდით ? 😀ეს ასეც იქნებოდა ყველამ ვიცოდთ და ზუსტად მაგიტო უნდა ამოეტენა ბარსას ისე რო უშანსოდ დაეტოვებინა მაგრამ ვერ მოახერხა წინა წელსას კლასიკოს ვერ მოგების გამო ვერ მოიგო ლა ლიგა ბარსამ და იმედია წელს მაინც არ იქნება ასე
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    Culé [?]
    26 ოქტომბერი 2020 19:23
    3
    Marazmii!!!
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გულშემატკივარი [?]
    26 ოქტომბერი 2020 19:02
    11
    ნაბიჭვარი მადრიდელები