ფრენკი დე იონგი რონალდ კუმანის ავტორიტეტის შესახებ საუბრობს

ფრენკი დე იონგი რონალდ კუმანის ავტორიტეტის შესახებ საუბრობს

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში რონალდ კუმანის შესახებ საუბრობს. დე იონგის თქმით, კუმანის მას "ბარსელონაში" გადასვლამდე რჩევებს აძლევდა.

"ერთი წლით ადრე ["ბარსაში" გადასვლამდე"] მას ტელეფონით ველაპარაკე და ბარსელონაზე, როგორც ქალაქსა და, როგორც კლუბზე, დადებითად მესაუბრა. მითხრა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რათა რესტორნებში ბევრი არ მევლო და ზედმეტი საკვები არ მიმეღო, რადგან ბარსელონაში ძალიან კარგი ცხოვრებაა და, ხანდახან, გიჩნდება განცდა, რომ მთელი წელი შვებულებას ატარებ".

დე იონგმა, ასევე, თქვა, რომ კუმანი ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს.

"ვფიქრობ, კომუნიკაცია ჩვენ შორის, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, ძალიან კარგია. იგი მე მკაცრად მიხსნის თუ რას ითხოვს ჩემგან ამ პოზიციაზე და, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. თუ ის საუბრობს, შენ უსმენ, რადგან მას ეს ავტორიტეტი თუ ძალა აქვს, არ ვიცი, როგორ ავხსნა.

იგი ფეხბურთში კარგად ერკვევა, თამაში კარგად ესმის, დიდებული ფეხბურთელიც იყო. ასე რომ, თუ იგი შენთვის რაღაცის ახსნას ცდილობს, შენ მას უსმენ", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.

კუმანის "ბარსელონაში" დანიშვნამდე, ისინი ერთად ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 19:46
    2
    აბა ვალვერდე სანამ ხმას ამოიღებდა თვალებით მოათვალიერებდა იქაურობას ახლომახლო სუარესი არ იდგეს თავში არ მომცხოსო :დ
    ფანი [?]
    26 ოქტომბერი 2020 16:45
    13
    მთლად კუმანს ვერ დავაბრალებ ამ წაგებებს იმიტომ რომ მოითხოვა კაცმა ვიდალის - დე ვრაიში გაცვლა ვერგააკეთეს. მოითხოვა გარსიას მოყვანა ვერ მოუყვანეს. მოითხოვა ვეინალდუმის მოყვანა ვერ მოუყვანეს. მოითხოვა დეპაი ვერმოუყვანეს.
    მარტო დესტი მოუყვანეს ტიპს!
    ერთადერთი რაც შემიძლია დავაბრალო ისაა რომ შეცვლებს აგვიანებს და კლასიკოში ძალიან გარისკა პედრის დაყენებით!
    დანარჩენში ყველაფერში ვეთანხმები ერთადერთი კიდე თუ პიანიჩს დააყენებს ხოლმე ბუსის ნაცვლად მთლად უკეთესი იქნება
    💘