Sport: კუმანი "იუვენტუსთან" მატჩში როტაციებს გეგმავს

Sport: კუმანი "იუვენტუსთან" მატჩში როტაციებს გეგმავს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანის, ზეგ, "იუვენტუსთან" გასამართ მატჩში შეცვლილ ძირითად შემადგენლობას გამოიყვანს.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ აუცილებელი ცვლილებები. იტალიაში გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ფილიპე კოუტინიო, რომელიც, სავარაუდოდ, 3 კვირას გამოტოვებს. ასევე, დისკვალიფიცირებულია ჟერარ პიკე.

ნიდერლანდელი ჟორდი ალბას დასვენებას აპირებს. ალბა ახალი გამოჯანმრთელებულია, მან "ელ კლასიკოში" მოედანზე 87 წუთი დაჰყო, ამიტომაც, Sport-ის ცნობით, კუმანს მისი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არ სურს. მარცხენა ფლანგზე მის ადგილს სერჟინიო დესტი დაიკავებს, მარჯვნივ კი სერჟი რობერტო დადგება.

ასევე, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს სერხიო ბუსკეტსიც. ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგს მირალემ პიანიჩი შეუწყვილდება.

დაცვის ცენტრში პიკეს რონალდ არაუხო შეცვლის. ამ შემთხვევაში, კუმანს სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არ გააჩნია.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, კუმანი, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ არის იმის თაობაზე თუ ვის განამწესებს იგი გუნდის შეტევაში. ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ ანსუ ფატისა და ლიონელ მესის. რაც შეეხება კოუტინიოს, მას, სავარაუდოდ, ანტუან გრიზმანი შეცვლის. ძირითადში პედრის ადგილს კი ისევ 17 წლის ფეხბურთელი, ფრანსიშკუ ტრინკაუ ან უსმან დემბელე მიიღებს.

"ბებერ ქალბატონთან" შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 26 ოქტომბერი 2020 17:52
    3
    მაგრად მიკვირს ბრაიტვეიტს საერთოდ, რომ არ ენდობა კუმანი. მის სათამაშო სტილს ერგება დანიელი.

    სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია, მეორე სართულზეც იბრძვის, პოზიციით ცხრიანია და ფლანგზე გაწევაც შეუძლია. ასეთ დროს, როცა ფორვარდად ფატის გადაწევა დარჩა საჭირო, ერთხელ ბიჭო ხო შეიძლება სადმე ლა ლიგის რიგით ტურში დააწყებინოს ამ კაცს სასტარტოდან და 60 წუთი მისცეს.
    Culé [?]
    #4 26 ოქტომბერი 2020 16:52
    0
    ნეტუ
    ს.რობერტო-არაუხო-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-გრიზმანი-ანსუ ფატი
    მესი


    დემბელე-ტრინკაო
    ფატი-პედრი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ალენია
    დე იონგი-ალბა (ცენტრში ამოვა რობერტო დესტი გადავა მარჯვნივ), თუ კაი ანგარიში იქნება თუ არადა მაშინ ბრაითვაიტი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #3 26 ოქტომბერი 2020 16:29
    0
    ისე ქნას რო არ გაგვტენონ სდა არ შევრცხვეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ოქტომბერი 2020 15:45
    5
    კუმანმა ექსპერიმენტები ჩაატარა რეალთან და ეგ იყო ძაან უაზრობა.პედრი რომელსაც ცენტრში ათამაშებდა მარჯვენა ფლანგზე გაუშვა.კოუტინიო მარცხნივ(ცენტრია მხოლოდ ამ კაცის ადგილი),ფატის მარცხენა ვინგერად ათამაშებდა და უცებ ცენტრფორვარდზე დააყენა.ზოგადად პედეის ნაცვლად ტრინკაუ რო ყოფილიყო,კოუტინიო ცენტრში,ფატი მარცხნივ და მესი 9იანზე შეიძლება არც წაგვეგო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2020 15:36
    4
    უმტიტი როდის გამოჯანმრტელდება რამე სიახლე ხოარ იცით? არაიხო ძან კარგიი ფეხბურტელია მეტი სათამასო დრო და მაგრად მოიხოდება ეგ მცველიი