10 წელი გრიზმანის გოლის ცნობილი აღნიშვნიდან

10 წელი გრიზმანის გოლის ცნობილი აღნიშვნიდან

2020 წლის 25 ოქტომბერს ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც ფრანგმა შემტევმა ორიგინალურად აღნიშნა.

2010 წლის 25 ოქტომბერს ლა ლიგის მე-8 ტურში "სოსიედადსა" და "დეპორტივოს" შორის "ანოეტაზე" გამართული მატჩი ანტუანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. "სოსიედადის" მაშინდელმა ფეხბურთელმა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებიდან რამდენიმე თვეში ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

გრიზმანის პირველი ბურთი გულშემატკივრებს ორიგინალური აღნიშვნით დაამახსოვრდათ. 29 წლის მოთამაშემ, გოლის გატანის შემდეგ, მოედანთან მდგომ მანქანასთან მიირბინა, კარი გააღო, მძღოლის სავარძელში მოთავსდა და თანაგუნდელებს უხმო.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გრიზმანის კარიერაში აღმასვლა დაიწყო. ამის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში ფრანგი ფეხბურთელის არაერთი გოლი ვიხილეთ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა, "სოსიედადის" შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" მიაშურა, სადაც მან 5 წელი დაჰყო. ანტუან გრიზმანი 2019 წელს "ბარსელონაში" მოხვდა, სადაც მას ფეხის მოკიდება, ჯერჯერობით, ისევ ძალიან უჭირს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    26 ოქტომბერი 2020 10:15
    1
    იმედია წითელს არა, მაგრამ ყვითელს აუცილებლად მიიღებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    26 ოქტომბერი 2020 10:06
    2
    რა შუაში იყო გრიზმანი და ბარსა ერთად
    აბსოლიტურად სხვადასხვა სტილია.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    26 ოქტომბერი 2020 01:47
    8
    ჩვენთანაც დაიწყოს გოლების გატანა და თუ უნდა ვერტმფრნში აღნიშნოს 🥴