კუმანმა დღეს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა

კუმანმა დღეს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დღეს დაგეგმილი სავარჯიშო სესია გააუქმა და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.

ნიდერლანდელმა "სიუტატ ესპორტივაზე" პირველი გუნდიდან მხოლოდ რიკი პუჩი, კარლეს ალენია, ჟუნიორ ფირპო და მატეუს ფერნანდესი იხმო. ისინი ვარჯიშს "ბარსა B-სთან" ერთად ჩაატარებენ, რომელსაც მეორე გუნდის თავკაცი, გარსია პიმიენტა გაუძღვება.

სამშაბათს, "ბარსა" ტურნში გაემგზავრება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 25 ოქტომბერი 2020 18:27
    1
    ძალიან მახარებს რომ პუჩს კვლავ ბარსაში ვხედავ მაგრამ ტეხავს რომ კუმანმა ერთი წუათიც არ მისცა
    Culé [?]
    #1 25 ოქტომბერი 2020 16:18
    3
    მსაჯმა გაგვწირა გუშინ და ზოგი რო პროფესორობდით პენალი იყოო არვიცი რომელ თამაშს უყურებდით ან თუ უყურებდით საერთოდ არ უნდა დაედო პენალი !!!!! არც უნდა განეხილათ