ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 7 წლის განმავლობაში...

ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 7 წლის განმავლობაში...

ბოლო 3 "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 3 მწვრთნელით ჩაატარა და ვერცერთი მოიგო (ერთადერთი, ვინც არ წააგო, ერნესტო ვალვერდეა).

ასეთი ცუდი სერია "ბარსას" დიდი ხანია არ ჰქონია. ზედიზედ 3 მოუგებელი "კლასიკო" ბოლოს 2012-2013 წლებში ჩავატარეთ, როდესაც "რეალის" დამარცხება 5-ჯერ ვერ მოვახერხეთ.

2012 წლის 29 აგვისტოს დაწყებული სერია ასე გამოიყურება: წაგება 1-2, ფრე 2-2, ფრე 1-1, წაგება 1-3, წაგება 1-2. მას შემდეგ 2-ჯერ გვქონდა ზედიზედ 2 წაგება, მაგრამ ზედიზედ 3 მოუგებელი თამაში არა.

თავი ერთი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ბოლო წლებში, მადრიდში გაცილებით უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე "კამპ ნოუზე", მაგრამ თავის დასამშვიდებლად წინა სეზონის დავიწყებაა საჭირო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ოქტომბერი 2020 22:20
    1
    მსაჯების "რეალური შოუ" გრძელდება.
    მერვე წუთზე მსაჯმა ყვითელი არ აჩვენა ალბას წინააღმდეგ სახიფათო თამაშისთვის.
    23 წუთზე მეკარეზე თამასისთვის რეალი არ დააჯარიმეს
    28 წუთი კაზემირომ ბურთზე ითამაშა, მაგრამ ბურთი მესისთანდარჩა და შემდეგ მესის ფეხებში მოარტყა-წააქცია რითაც მესის საგოლე მომენტი შეაჩერა.. პენალტი იყო!
    კაზემირუმ არ მიიღო მეორე ყვითელი ტაიმის ბოლოს კოუტინიოზე უკნიდან ჩარტყმისთვის
    53 წუთი აშკარა ჯარიმა რეალის საჯარიმოს მისადგომებთან არ დანიშნა
    70 წუთი პენალტი რეალის კარში მსაჯმა არც განიხილა
    და მთავარი:
    იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი როცა რამოსმა ისე გააფორმა რომ საწინააღმდეგო მიმათულებით წაიქცა 🙂
    ამ ფაქტით კი "რეალ ბეტისი" აღშფოთებულია - ანდალუსიელებმა Twitter-ის გვერდზე განათავსეს იმ მომენტის ფოტო, რომელშიც მსაჯმა მათ სასარგებლოდ, სწორედ მადრიდელთა წინაააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ანალოგიურ სიტუაციაში, თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
    მსაჯის ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული მომენტები და ეს ინტერპრეტაციაბი მსაჯრიდის VARეალის სასარგებლოდაა ჩვეულებერივ!
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #1 24 ოქტომბერი 2020 20:23
    3
    წინათაც ვთქვი და ეხა ვამბობ დაცვა არის მთლიანად გასაგდები იასნია დესტის გარდა ყველა და მოსაყვანია ახალი სახეები აბა ამათ უნდა უყუროთ მთელი სეზონი აბა გაგვიტარებია ფანებს დრო და ეგაა