ანსუ ფატის ისტორიული მიღწევები "რეალის" წინააღმდეგ

ანსუ ფატის ისტორიული მიღწევები "რეალის" წინააღმდეგ

"რეალის" წინააღმდეგ ამ წუთებში მიმდინარე მატჩში კატალონიის "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ გოლის გატანა მოახერხა, რითაც ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხუბრთელი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, "ელ კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანსუმანე პირველია, ვინც ხსენებულ დაპირისპირებაში სრულწლოვანებამდე მოახერხრა აქტივში ბურთის ჩაწერა.

ასევე, ლა ლიგის ისტორიაში ანსუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 18 წლის ასაკამდე 11 გოლი გაიტანა.

ამასთან, "ბლაუგრანასათვის" ეს გოლი "რეალის" კარში რიგით მე-400 აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ლა ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მას ჯილდო დღევანდელი მატჩის დასწრებამდე გადაეცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ოქტომბერი 2020 19:35
    0
    საქმე ისაა, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხუბრთელი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, "ელ კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანია.
    კარგია, რომ მუდმივად გვახსენებთ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის წარმოშობას.
    Culé [?]
    #2 24 ოქტომბერი 2020 18:51
    4
    არანორმალურია ეს ბავშვი... არანორმალური <3
    Culé [?]
    #1 24 ოქტომბერი 2020 18:50
    5
    ფატი ძაან მაგარია. მესსის ღირსეული მემკვიდრეა, დაწყება ძაან მაგარი აქ იმედია ბოიანივით არ დაემართება
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)