შროიდერი: პედრი კარგ ფორმაშია
- 24-10-2020, 17:51
-
DaviD_ViLLa_7
- 2

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თანაშემწე ალფრედ შროიდერი კატალონიელთა ახალგაზრდა შემტევის, პედრის "ელ კლასიკოში" თამაშის მიზეზს განმარტავს
პედრი რამდენიმე წუთში "რეალთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, რაც ბევრისთვის ცოტა მოულოდნელია. 17 წლის ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბმა გამოცდილ მოთამაშეებს, ანტუან გრიზმანსა და უსმან დემბელეს ამჯობინა.
"პედრი ძალიან კარგად თამაშობს. ის კარგ ფორმაშია. ჩვენ ფეხბურთელების ფორმას ვითვალისწინებთ და არა მათ ასაკს", - აცხადებს შროიდერი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]