რთული თამაში გველის | ფრენკი დე იონგის ინტერვიუ ელ კლასიკოს წინ

რთული თამაში გველის | ფრენკი დე იონგის ინტერვიუ ელ კლასიკოს წინ

ელ კლასიკოს წინ "ბარსელონას" ერთ-ერთმა ყველაზე საკვანძო მოთამაშემ და გუნდის მომავალმა, ფრენკი დე იონგმა Sport-თან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

მან "რეალთან" დაპირისპირებაზე, რონალდ კუმანსა და მის თანაგუნდელებზე ისაუბრა.

"მადრიდის "რეალი" ძლიერი მოწინააღმდეგეა, რთული თამაში გველის, მაგრამ თავდაჯერებულნი ვართ. დიდებული გუნდი გვყავს, სეზონის სტარტიც კარგია, ასე რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი."

"უგულშემატკივროდ თამაში სასირცხვილოა. განსხვავებული, მაგრამ კვლავაც მსოფლიოში უდიდესი შეხვედრა იქნება. მსურს, რომ ამ კლასიკურ დაპირისპირებაში გამარჯვების გემო შევიგრძნო."

"მესის მსგავსი ფეხბურთელის ყოლა შესანიშნავი გრძნობაა, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესოა. ვიცით, რომ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია."

"მისთვის პასის მიცემა ყოველთვის შეგიძლია, რადგან იცი, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია დაკარგოს. პირიქით, რაღაც განსაკუთრებულს აუცილებლად მოიფიქრებს, შესაბამისად, ჩვენი მიზანიც ლეოსთვის დაბრკოლებების მაქსიმალურად გამარტივებაა, რათა მისი თამაში შედეგიანი აღმოჩნდეს."

"კუმანი გუნდთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. ყოველ სავარჯიშო სესიაზე მუშაობს, რათა ისე ვითამაშოთ, როგორც თავად სურს. მასთან მიმართებაში ჯერჯერობით ყველაფერი პოზიტიურადაა."

"რაც შეეხება კოუტინიოს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. არის ძალიან ტექნიკური და მშრომელი. კარგია, რომ კვლავ ჩვენთან ერთადაა, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.