ბარსელონა-რეალი | ფაქტები

ბარსელონა-რეალი | ფაქტები

ლა ლიგის მე-7 ტურში "ბარსელონა" სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში "რეალს" უმასპინძლებს. კლუბის ოფიციალური საიტი 24 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით საინტერესო ფაქტებს გვთავაზობს.

მე-5 ნიდერლანდელი

რინუს მიხელსის, იოჰან კრუიფის, ლუი ვან გაალისა და ფრენკ რაიკაარდის შემდეგ, რონალდ კუმანი "ბლაუგრანს" სათავეში რიგით მე-5 ნიდერლანდელი მწვრთნელია. საინტერესოა, რომ პირველი "ელ კლასიკოს" მოგება ჩამოთვლილი თავკაცებიდან, მხოლოდ ვან გაალმა შეძლო.

ზიდანი VS კუმანი

ზინედინი და რონალდი მოედანზე აქამდე ერთმანეთს არასდროს დაჰპირისპირებიან. შესაბამისად, მოახლოებული "ელ კლასიკო" მათი პირველი ჯახი იქნება.

დებიუტანტები

ნეტუს, სერჟინიო დესტს, რონალდ არაუხოს, ჟუნიორ ფირპოს, მირალემ პიანიჩს, რიკი პუჩს, პედრისა და ფრანსიშკუ ტრინკაუს შესაძლებლობა აქვთ, რომ კარიერაში პირველ "ელ კლასიკოში" მიიღონ მონაწილეობა. ფირპოსა და პიანჩს "რეალთან" თამაშის გამოცდილება აქვთ - ბოსნიელმა "თეთრების" კარში გოლის გატანა 2009/10 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა.

მესი VS რეალი

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანს, ლეო მესის "რეალის" წინააღმდეგ 26 გოლი აქვს გატანილი, რაც "კლასიკოს" ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

96 გამარჯვება

გამარჯვების შემთხვევაში, "ბარსა" მოგებული მატჩების რაოდენობით მადრიდელებს გადაასწრებს. ამჟამად, გუნდებს აქტივში 96-96 უწერიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2020 22:59
    0
    მანამდე საკალათბურთო ელ კლასიკოს მივადევნოთ თვალი, ახლა იწყება <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...