MD: ჟორდი ალბა "კლასიკოსთვის" მზადაა

MD: ჟორდი ალბა "კლასიკოსთვის" მზადაა

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა, "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და "რეალთან" სათამაშოდ მზად არის.

ალბა უკვე ორი დღეა, რაც გუნდთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს. იგი რონალდ კუმანმა, შესაძლოა, ძირითად შემადგენლბაშიც კი დააყენოს. ნიდერლანდელი მიიჩნევს, რომ ალბას მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემებია. ზიდანს, ტრავმის გამო, არ ეყოლება დანი კარვახალი და ალვარო ოდრიოსოლა.

იმ შემთხვევაში თუ ალბას ძირითადში ვიხილავთ, ჩნდება კითხვა თუ ვინ დაიკავებს მარჯვენა მცველის პოზიციას. Sport-ის ინფორმაციით, კუმანი სერჟინიო დესტს შედარებით გამოცდილ სერჟი რობერტოს ამჯობინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2020 15:56
    0
    გამელოტდა ეს ჩემისა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2020 14:46
    2
    რამდენად ღირს გარისკვა თან იმის ფონზე რო იუვესთან უფრო გამოგვადგება იქ პიკეც არ იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2020 14:24
    4
    დესტის დაყენებას რობერტო უნდა დააყენოს გამოცდილება აქვს კლასიკოსი და მონდომებულოცაა უფრო. დესტი დაიბნევა სეტიენივით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ოქტომბერი 2020 14:13
    0
    რავიცი რავიცი აბა :დ რობერტო აჯობებს? რეალთან არ თამაშობს ცუდად მარა რავი
    --------------------
    fly with barca,
    die with barca