ჟერარ პიკეს სკანდალური ინტერვიუ სრულად

ჟერარ პიკეს სკანდალური ინტერვიუ სრულად

ჟერარ პიკე, რომელიც საკუთარი აზრის დაფიქსირებას არასდროს ერიდებოდა, "ბაიერნთან" განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ დუმდა. დუმდა მაშინაც, როდესაც ლიონელ მესისა და კლუბს შორის ბიუროფაქსების ომი იყო გაჩაღებული. ახლა კი, გუნდის ცოცხალმა ლეგენდამ ხმის ამოღება გადაწყვიტა და La Vanguardia-სთან ინტერვიუში არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა. პიკეს სიტყვები ბევრ რამეს ნათელს ჰფენს.

როგორ ხარ? რატომ ხარ ამდენი ხანი ჩუმად?

კარგად ვარ. წინა სეზონის დასასრული დრამატული გამოდგა და მის გადასაფასებლად გარკვეული დრო დაგვჭირდა. შვებულების დროს უნდა განვტვირთულიყავი. ახლა თავიდან ვიწყებ.

რას გვეტყვი კუმანზე?

ის ძალიან კარგია. მწვრთნელს მკაფიო მესიჯები აქვს, რაც ფეხბურთელებს მოგვწონს. უფრო მეტი შრომა გვიწევს. სეზონი კარგად დავიწყეთ, "ხეტაფესთან" მარცხი კი მოულოდნელი წარუმატებლობა იყო. ვნახოთ, რა მოხდება "კლასიკოში".

ცნობ საკუთარ თავს, როდესაც ლისაბონში გამართული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს უყურებ?

როდესაც ასეთ რამ ხდება, რაც კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, გუნდის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკუთარ თავს უნდა შეხედო და თქვა, რა საჭიროებს ცვლილებას, რადგან აშკარაა, რომ იმ დროს არასწორ გზაზე ვიდექით. შესაძლოა წააგო, მაგრამ ასე არასდროს უნდა დამარცხდე. რაც მაშინ ვთქვი, დღესაც იმ აზრზე ვარ.

კლუბის დატოვებაზე ფიქრობ?

თუ ხელმძღვანელობა ან მწვრთნელი აღარ მენდობა, პრობლემა არ იქნება. "ბარსა" ყველაფერზე მაღლა დგას. ის სიტყვები ჩემს აზრს გამოხატავდა და ამაზე ახლაც ვფიქრობ.

ცვლილებები ყველა რგოლს უნდა შეხებოდა. ნახე ის ცვლილებები, რომლებსაც ელოდი?

ცვლილებას ბევრი რამ ითხოვდა. ზოგი მათგანი განხორციელდა, მაგრამ ალბათ კიდევ დარჩა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ბევრი რამ სხვაგვარად ხდება.

როდის დაიწყო სიტუაციის გაუარესება?

2015 წელს ტრიპლეტი მოვიგეთ და ცას შევეხეთ, მას შემდეგ კი, ზრდის ნაცვლად, კლუბი ვარდნას განიცდიდა. ეს პროცესი შეუქცევადი იყო. ფსკერი კი 2-8 მარცხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ საჭირო იყო ყველაფერი გაგვეანალიზებინა და გადაგვეწყვიტა, რა არის კლუბისთვის საუკეთესო.

იყო სეზონის შუაში ვალვერდეს გუნდიდან გაშვება შეცდომა?

როგორც არგენტინელები ამბობენ, "ორშაბათის გაზეთთან საუბარი" (con el periódico del lunes) ძალიან მარტივია. არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ზედიზედ 2 ჩემპიონატის მოგებისა და ლიდერად ყოფნის დროს, როცა სეზონის შუა ნაწილია, მწვრთნელის გათავისუფლება გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.

ამ გადაწყვეტილებაში ჩართულნი კაპიტნებიც იყვნენ...

საქმეც ამაშია. ჩვენ შეხვედრაზე დაგვიბარეს და ინფორმაცია მოგვაწოდეს, თითქოს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა დაგვედასტურებინა, ან უარი გვეთქვა. ჩვენ კი მათ ვუპასუხეთ: "პატივცემულებო, ეს გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ."

ფეხბურთელებს ზედმეტი ძალაუფლება და გავლენა ხომ არ აქვთ?

დიახ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. როდესაც კლუბი გამართულად მუშაობს და ჯანსაღი სიტუაციაა, იერარქიაც უკეთაა დაცული. სათავეში პრეზიდენტი უნდა იყოს, ფეხბურთელებს კი მწვრთნელი მართავდეს. როდესაც ეს იერარქია დარღვეულია, ბევრი რამ არ მუშაობს. თუ ფეხბურთელებს ძალაუფლება გვაქვს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს მისი გამოყენება არ სურთ.

რა მოხდა მაშინ ზუსტად?

ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ამ საქმეში ჩაგვრია, არამედ ინფორმაცია მანამდე მოგვაწოდეს, ვიდრეს ცვლილებას განახორციელებდნენ. მსგავს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არასდროს ვიღებდით. კი თუ არა? ეს შენი გადასაწყვეტია.

როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა პრეზიდენტ ბართომეუსთან?

არ მინდა ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ასეთი დროც იყო...

შეგიძლია მაგალითი გაიხსენო?

სოციალური ქსელების ამბავი. ვხედავდი, რომ ჩემი კლუბი ჩვენს კრიტიკაში ხარჯავდა ფულს, რომელსაც ახლა ჩვენგან ითხოვს. ფულს ხარჯავდა არა მხოლოდ ლეგენდების, არამედ მოქმედი ფეხბურთელების კრიტიკაშიც. ეს აღმაშფოთებელია. როდესაც პრეზიდენტს სიტუაციის ახსნა ვთხოვე, მან მიპასუხა "ჟერარ, არ ვიცი" და მეც დავიჯერე. ახლა კი ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს სერვისები კლუბისთვის დაიქირავა, ისევ ჩვენთან მუშაობს.

ხაუმე მასფერერი...

დიახ. და ეს გვაწუხებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქამდე იგივე პრეზიდენტისთვისაც მითქვამს. რა გინდათ, რომ გითხრათ? მტკივნეულია ეს? დიახ. შემიძლია რამე გავაკეთო? არა. პრეზიდენტთან ჩემი დამოკიდებულება შეიძლება იყოს გულახდილი, მაგრამ ზოგი რამ მაინც არ იცვლება.

ამის მიუხედავად ახლახანს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივე. ეს შეუსაბამო ხომ არაა?

არა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. კლუბი მე და სხვა ფეხბურთელებს დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. "ბარსა" ყველაზე მაღლა დგას. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა და მეც შემოთავაზებას დავთანხმდი. მათ მითხრეს, რომ სრული თანხა, რომელსაც წელს დავთმობ, მომავალში დამიბრუნდება. დავთვალეთ და კონკრეტული ოდენობა მე შევთავაზე.

ეს მომდევნო ხელმძღვანელობას საქმეს არ გაურთულებს?

ვფიქრობ, ჩვენ კლუბს ვეხმარებით. მომავალში, შესაძლოა, სიტუაცია მარტივი არ იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალმა იარსებოს, ასე უნდა მოვიქცეთ.

ერთი ხელით კონტრაქტს აფორმებ, მეორე ხელით კი ხელს აწერ თანაგუნდელების კოლექტიურ ბიუროფაქსს, რომელიც მოლაპარაკებების გამართვას ეწინააღმდეგბა...

ეს ორი სხვადასხვა რამაა. პიროვნულ დონეზე, ყველა ფეხბურთელი თავისუფალია, დასთანხმდეს ხელმძღვანელობის შემოთავაზებას, ან არა. მეორეა, რომ კლუბი ამას გაიძულებს. მე ამას არ ვეთანხმები.

ფორმას?

მათ ეს მაშინ გააკეთეს, როდესაც ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში იყო. როგორც კაპიტანი, გუნდის ინტერესებს ვიცავ და კოლექტიურ შეთანხმებაზე ხელის მოწერა გადავწყვიტე.

შეინიშნება გუნდში დაძაბულობა? ეს შეიძლება ყველგან მოხდეს, როდესაც საქმე ხელფასების შემცირებას ეხება.

4 კაპიტანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და ჩვენ ხელი 2 ბიუროფაქსს მოვაწერეთ. გუნდთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ყველაფერი განვმარტეთ და ყველა ერთიან პოზიციაზე ვართ.

როგორ აისახება ეს მოედანზე?

გუნდში გვაყვს ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, ასევე ვეტერანები, მაგრამ ურთიერთობა არ გვიჭირს. გასახდელში კარგი ატმოსფეროა.

ხელმძღვანელობის წინააღმდეგ უნდობლობის საკითხია აღძრული. ელოდი ამას?

ჩემი შეფასებით, დღეს კლუბი იმაზე გაცილებით ცოცხალია, ვიდრე ოდესმე. შექმნილ ვითარებაში 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება დაუჯერებელია. ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებშიც კი ამდენი ადამიანი აჯანყდა, ნიშნავს, რომ კლუბს არ სძინავს.

როდის იქნება უკეთესი არჩევნების ჩატარება?

ამაში არ ვერევი. ან ახლა, ან მარტში. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვეკუთვნით ისეთ რამეს, რაც ცოცხალია.

მიხვალ რეფერენდუმზე?

როგორც კლუბის წევრი, ხმის უფლებას გამოვიყენებ.

და რას მისცემ ხმას?

ეს საიდუმლოა.

დავუბრუნდეთ თამაშს? გვაქვს ილუზიების მიზეზი?

მშვიდად უნდა დავიწყოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ევროპაში ჩვენზე ძლიერი გუნდები არიან. ჩვენ გვყავს ახალი სახეები, რომლებიც განახლებულ ენერგვიას გვმატებენ. ვამჩვნევ, რომ სხვაგვარად ვთამაშობთ.

როგორც კუმანი ამბობს, თამაშობ ისე, როგორც ვარჯიშობ. ნუთუ ასე ცოტას ვარჯიშობდით?

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. როდესაც "ბაიერნთან" ასე აგებ, ესე იგი, საკმარისად არ იშრომე. ასეთი რამ ერთ დღეში არ გემართება.

წარმოგიდგენია მესი სხვა გუნდის მაისურით?

იმ დღეებში მასთან აქტიური კონტაქტი არ მქონია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პიროვნული საკითხია. მას ერთი რამ ვუთხარი: "ლეო, ერთი წელიც და სხვა ხალხი მოვა..."

როგორ უყურებ ამ ყველაფერს?

მესიმ ნამდვილად დაიმსახურა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს და თუ მას წასვლა უნდა... მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სხვაგვარად ვიმოქმედებდი.

უფრო კონკრეტულად?

როდესაც ფეხბურთელი 16 წლის განმავლობაში კლუბს ყველაფერს აძლევს... ვალდებული ხარ მასთან შეთანხმებას მიაღწიო. ასეთი აშკარა არ უნდა იყოს, რომ მხარეების პოზიციები ერთანეთისგან ასე განსხვავდება.

ბიუროფაქსის გაგზავნა გამოსავალი იყო?

ჩემს თავს ვკითხე: როგორ მოხდა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის ჩვენთან ყოფნის ბედნიერებაც გვაქვს, ერთ დღესაც დგება და კლუბს ბიუროფაქსს უგზავნის იმის გამო, რომ გრძობს მას არ უსმენენ? ეს შოკისმომგვრელი იყო. ლეომ ყველაფერი დაიმსახურა. ახალ სტადიონს ჯერ მისი სახელი უნდა ერქვას და შემდეგ სპონსორის. ჩვენს სახეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არა პირიქით. ეს საკითხი მაღელვებს.

ასეთი რამ ხშირად ხდება?

მიკვირს, რომ ისეთი ხალხი, როგორებიც პეპი, პუი, ჩავი და ვალდესი არიან, კლუბში არ მუშაობენ. რაღაც არასწორად კეთდება. ასეთი ხალხი ყოველთვის შენთან უნდა გყავდეს, ისინი კლუბის ისტორიის ნაწილი არიან. მათ აქციეს კლუბი ასეთ დიდებულად. ისინი აქ უნდა იყვნენ.

მესი ჯერ კიდევ აქაა. როგორია ის ყოველდღიურ რეჟიმში?

კარგად გამოიყურება. ის გუნდის საქმეებში ჩართულია. ის სამაგალითა.

შაბათს "კლასიკო" გელით. რა მოლოდინები გაქვს?

მოვდივართ იქიდან, საიდანაც მოვდივართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ. ზომიერად ოპტიმისტურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    24 ოქტომბერი 2020 04:41
    0
    პიკეე შენ პიკე <3
    Culé [?]
    23 ოქტომბერი 2020 19:52
    1
    " ლეომ ყველაფერი დაიმსახურა. ახალ სტადიონს ჯერ მისი სახელი უნდა ერქვას და შემდეგ სპონსორის"
    თუკი რონალდუს სახელი არა მარტო სტადიონს, არამედ აეროპორტსაც კი დაარქვეს და მისი უნიჭოდ შესრულებული ბიუსტებით დაამშვენეს, ლეო რით არის ნაკლები.
    წევრი [?]
    23 ოქტომბერი 2020 14:48
    9
    "ლეო, ერთი წელიც და სხვა ხალხი მოვა..." უუ შენ გენაცვალე. იმედისმომცემი სიტყვებია, მომეწონა.
    Culé [?]
    23 ოქტომბერი 2020 14:42
    3
    ყველაფერი 100% იბაზრა, უბრალოდ დღეს თამაში ლეო მესიზეაო რაღაც სიკოურად ჟღერს თორე სტადიონების ნახევარს ვიღაცის სახელი ქვია ეგ ვიცი
    ფანი [?]
    23 ოქტომბერი 2020 14:23
    8
    რა პირდაპირი ხარრ 💘 ჰაერივით საჭიროა ესეთი პიროვნებები გუნდისთვის!
    გულშემატკივარი [?]
    23 ოქტომბერი 2020 14:05
    5
    "ლეო ერთი წელიც და სხვა ხალხი მოვა". ამას რო ნახავს ბართუშა, რა ნამუსით უნდა გაჩერდეს... ბიჭოოო ეს ვინაა
    გულშემატკივარი [?]
    23 ოქტომბერი 2020 13:43
    11
    ოოო ეს როდისგახდება პრეზიდენტო რო ერთხელდა სამუდამოდ ამოისუნთქოს გუნდმა
    გულშემატკივარი [?]
    23 ოქტომბერი 2020 13:43
    15
    შენ პრეზიდენტობას მომასწრო!