Sport: რონალდ კუმანი ელ კლასიკოში გრიზმანსა და სერჟი რობერტოს მიენდობა

Sport: რონალდ კუმანი ელ კლასიკოში გრიზმანსა და სერჟი რობერტოს მიენდობა

Sport-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანი ელ კლასიკოსთვის XI-ის შერჩევისას აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს. შესაბამისად, სავარაუდო თერთმეტეულში, დიდი ალბათობით, ტრინკაუს, დემბელესა ან დესტის ნაცვლად, სერჟი რობერტოსა და გრიზმანს ვიხილავთ. 

ნიდერლანდელ სპეციალისტს სამეფო კლუბის წინააღმდეგ მწვრთნელის რანგში მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 2006 წელს "ვალენსიას" თავკაცობდა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში ბერნდ შუსტერის გუნდი ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

ნეტუ, სერჟი რობერტო, პიკე, ლანგლე, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.

თავის მხრივ, "ლოს ბლანკოსის" რიგებში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. AS იტყობინება, რომ დონეცკის "შახტართან" საკუთარ კედლებში განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანის სკამი შეირყა და "ბარსელონასთან" დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლონ კიდეც.

"რეალის" შანსებს ასევე ისიც ამცირებს, რომ მათი კაპიტანი, სერხიო რამოსი, მუხლის არეში მწვავე ტკივილს ისევ გრძნობს და მატჩში მონაწილეობის მიღების ალბათობა ძალიან მცირეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    23 ოქტომბერი 2020 20:10
    0
    "რონალდ კუმანი ელ კლასიკოსთვის XI-ის შერჩევისას აქცენტს გამოცდილებაზე გააკეთებს".

    ავტორის საყურადღებოდ: XI - რომაული ციფრებით, ფაქტიურად იკითხება როგორც მეთერთმეტე. ნუ როგორც წერენ საუკუნეს XX მეოცე და ასე შემდეგ. ასე რომ XI-ის დაწერა ნიშნავს და იკითხება როგორც მე-11-ის. ამიტომ უფრო მარტივი და სწორია დავწეროთ უბრალოდ 11-ეული. ან უფრო მარტივად ძირითადი შემადგენლობა, რაც თავისთავად გულისხმობს 11 ფეხბურთელს.
    წევრი [?]
    23 ოქტომბერი 2020 12:46
    1
    თუ ალბა გამოჰყავს ესე დაიწყოს თავიდან არ ჯობია?
    ნეტუ
    დესტი-პიკე-არაუხო-ალბა
    დე იონგი-პიანიჩი
    კოუტინიო
    გრიზმანი-მესი-ფატი
    -----------------
    გულშემატკივარი [?]
    23 ოქტომბერი 2020 10:10
    1
    ანუ მარჯვენა ფლანგიბისევ მკვდარი იქნება😕
    პ.ს. რატომღაც მგონია რო ფატი შეაგდებს
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    23 ოქტომბერი 2020 10:06
    2
    Griezzy7,
    ეგ იასნია ეხა ლიგას ვერ მოთხოვ მარა ლიგისთვისაც უნდა იბრძოლონ აუცილებლად მაგრამ მთავარია თუ გავარდა გუნდი ისე აღარ გავარდეს როგორც ბოლო 3 წელია ვარდება
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გულშემატკივარი [?]
    23 ოქტომბერი 2020 09:26
    4
    ჩათვალეთ კლასიკო მოგებულია, ბარსა ბევრად კარგ ფორმაშია თან დასვენებულებიც უფრო არიან ბოლოსდაბოლოს შახტარმა მაოუგო 2-3 რეალს და ჩვენ რას ვუზამთ. მე ვფიქრობ გრიზმანის დაყენება უდიდესი შეცდომა იქნება თუმცა თუ მაინც დააყენა და ამან გაამართლა მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო. რატომღაც ლენგლე არ მომწონს ძალიან არათავდაჯერებული და შეშინებული ჩანს, შეცდომებიც ხშირად აქვს ამიტომ ვფიქრობ არაუხოს შანსი უნდა მიეცეს თან გამოცდილებასაც მიიღებს იუვენტუსისთვის. ჩემი აზრით შემადგენლობა შემდეგნაირი უნდა იყოს:

    *მესი
    ფატი---კოუტინიო---დემბელე
    დე იონგი---პიანიჩი
    დესტი---არაუხო---პიკე---რობერტო
    ნეტუ*

    აბა მიდით ბიჭებო დავიმხოთ მადრიდელები!!!!
    ფანი [?]
    23 ოქტომბერი 2020 07:12
    0
    ციტატა: ROUCH
    ძაან დუნე სასტავი გამოდის მასე, ერთი ფატია სწრაფი მანდ და ისიც ბავშვია ჯერ, ისევ დემბელე ჯობია თავიდან მერე დაღლილებთა ფატიმ გაილაღოს და იქნებ გახვრიტოს ტიბოს კარის ბადეც

    იქნებ კი არა ისე დავხვრიტავთ რო გავარღვევთ
    წევრი [?]
    23 ოქტომბერი 2020 04:43
    2
    გრიზმანმა დაიწყოს ჯობია მართლაც და მერე შემოიყვანოს დემბო , დაღლილ მცველებს შეაწუხებს კარგად .
    Culé [?]
    23 ოქტომბერი 2020 03:02
    0
    ძაან დუნე სასტავი გამოდის მასე, ერთი ფატია სწრაფი მანდ და ისიც ბავშვია ჯერ, ისევ დემბელე ჯობია თავიდან მერე დაღლილებთა ფატიმ გაილაღოს და იქნებ გახვრიტოს ტიბოს კარის ბადეც
    ფანი [?]
    23 ოქტომბერი 2020 01:46
    3
    უნდა მოვიგოთ უეჭველიი და უპირატესობაც გვექნება თან ჩვენ 1 თამაშით ნაკლები გვაქვს ნათამაშები. რესურსიც ჩვენ უფრო დიდი გვაქვს წელს. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვთხოვთ კუმანს იმიტორო გუნდის 60% ახალგაზრდებითაა და არც არავინ მოუყვანეს სატრანსფერო ბაზარზე დესტის გარდა. 🙂 ლალიგა რომ მოვიგოთ კარგი იქნება ძალიან წელს

    კლასიკოზე ეს შემადგენლობა უნდა გამოვიდეს!
    მესი
    ფატი---კოუტინიო---დემბელე
    დე იონგი---პიანიჩი
    დესტი---ლენგლე---პიკე---რობერტო
    ნეტო


    60' დემბელე - გრიზმანი
    70' ფატი - ტრინკაო
    პიანიჩი - ბუსკეცი
    80' კოუტინიო - პედრი
    დე იონგი - რიკი პუჩი