"ბარსელონა" - "დინამო კიევის" შეხვედრაზე გულშემატკივარს ელოდებიან

"ბარსელონა" - "დინამო კიევის" შეხვედრაზე გულშემატკივარს ელოდებიან

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში "კამპ ნოუზე" გულშემატკივარს დაუშვებენ.

ფანების სავარაუდო რაოდენობად 5000 სახელდება.

აღნიშნული სიახლე სპორტის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ჟერარ ფიგერასმა, გამოაცხადა.

"მომდევნო ევროპული თამაშისთვის თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდა, პროტოკოლი უკვე გათვალისწინებულია და "კამპ ნოუ" ფანების მისაღებად მზად იქნება."

"კამპ ნოუზე" მაყურებეთა მიღების ნებართვა მხოლოდ საჩემპიონთალიგო მატჩებზეა გაცემული. პროტოკოლი კი მადრიდის მთავრობის მიერაა დადგენილი, რომლის რაიმე სახით ცვლილებაც ჯერჯერობით არ განიხილება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.