დესტი: ხალხი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ "ბარსელონაში" ძალიან ადრე გადმოვედი

დესტი: ხალხი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ "ბარსელონაში" ძალიან ადრე გადმოვედი

"ბარსელონას" ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი, რომელიც კატალონიურ კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანაში" გადმოსვლის გადაწყვეტილება ნაადრევად არ მიუღია.

"ხალხი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ "ბარსელონაში" ძალიან ადრე გადმოვედი, რომ "აიაქსში" უფრო დიდხანს უნდა დავრჩენილიყავი. როდესაც ესპანეთში საცხოვრებლად გადადიხარ, ნიდერლანდებში დარჩენისგან განსხვავებით, ესპანურ ენას უფრო ადრე და უკეთ სწავლობ. ვფიქრობ, "ბლაუგრანაში" გარკვეულ დონეზე მისაღწევად უფრო სწრაფად განვითარება შემიძლია. "ბარსა" გამოწვევაა, მაგრამ ეს მომწონს.

"აიაქსი" ფანტასტიკური, შესანიშნავი კლუბია, სადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე. თუმცა, "ბარსელონა" კვლავ ერთი თავით მაღლა დგას. აქ ყველაფერი უფრო დიდია - სტადიონი, სავარჯიშო კომპლექსი, შტაფი", - დესტის ამ სიტყვებს Voetbal ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2020 01:48
    0
    კარგი ბიჭი ხარ. მაგრამ რატო არჩიე ჰოლანდიას ამერიკა. ჰოლანდიაში დაიბადე.და როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბდი. ამერიკაში მარტო კონკააფის მეტს ვერაფერს მოიგებ.