ალბას "ელ კლასიკოში" თამაშის შანსი არსებობს

ალბას "ელ კლასიკოში" თამაშის შანსი არსებობს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" გუნდის მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას "ელ კლასიკოში" თამაშს პესიმისტურად უყურებს, თუმცა, დღევანდელი ცნობებით, 31 წლის ფეხბურთელის "რეალთან" შეხვედრაში მონაწილეობა გამორიცხული არაა.

ალბამ 4 ოქტომბერს "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა. Sport-ის ინფორმაციით, ხვალინდელ ვარჯიშზე გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ესპანელი მცველი მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივ საფეხბურთო დაპირისპირებაში.

თუ ჟორდი ალბამ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მიიღო, სერჟინიო დესტს შანსი ექნება "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შემდეგ მის ბუნებრივ პოზიციაზე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ძირითადში პირველად ითამაშოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 22 ოქტომბერი 2020 22:07
    2
    არ უნდა გარისკონ. კი მნიშვნელოვანი თამაშია მარა სეზონიც დიდია და პლიუს იუვესთან უფრო დაგვჭირდება ალბა. ახლა რომ ამან კიდევ უფრო გაიმევავოს ტრავმა ჩათვალეთ რომ დესტისმარცხნივ მოუწევს ყოფნა კიდე კაი ხანს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"