გრიზმანი, ტრინკაუ თუ პედრი - ვინ ითამაშებს "კლასიკოში"? | კუმანის თავსატეხი

გრიზმანი, ტრინკაუ თუ პედრი - ვინ ითამაშებს "კლასიკოში"? | კუმანის თავსატეხი

მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი საფეხბურთო დაპირისპირება, "ელ კლასიკო", ნელ-ნელა ახლოვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რონალდ კუმანს უფრო მეტი თავსატეხი უჩნდება.

Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ ითამაშებს "კლასიკოში" შეტევის მარჯვენა ფლანგზე - ანტუან გრიზმანი, ფრანსიშკუ ტრინკაუ თუ პედრი.

გრიზმანმა ლა ლიგის ოთხივე მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა. უფრო მეტიც, უნდა ითქვას, რომ ფრანგ ფეხბურთელს არასახარბიელო თამაშის გამო უკვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

ანტუანი ბოლო შეხვედრაში, "ფერენცვაროშთან" მატჩში, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ამასთან დაკავშრებით ორი აზრი არსებობს - ერთნი ფიქრობენ, რომ 29 წლის ფეხბურთელი "რეალთან" თამაშისთვის დაასვენეს, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ კუმანმა ის ცუდი თამაშის გამო დასაჯა. 

კატალონიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტრინკაუს, პედრისგან განსხვავებით, ძირითადში თამაშის უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან იგი რეალურად მარჯვენა გარემარბია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს, უსმან დემბელეს სახით, კიდევ ერთი ვარიანტი აქვს, თუმცა, ახალდაბრუნებული ფრანგის "ელ კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.

სხვა მხრივ, ივარაუდება, რომ "სამეფო კლუბთან" 3 დღეში გასამართ დაპირისპირებაში ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება, რაც "ფერენცვაროშთან" შეხვედრაში იყო, თუმცა, მირალემ პიანიჩის ადგილს, დიდი ალბათობით, სერჟიო ბუსკეტსი დაიკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    [?]
    22 ოქტომბერი 2020 12:49
    2
    მარსელო რო ყოფილიყო მარცხენა ფლანგზე, ტრინკაო იქნებოდა კარგი, გააწამებდა. მარა ჯერ მაინც რაღაც აკლია ტრინკაოს და მაგ თამაშისთვის მზად არაა. უფრო სკამიდან ალბათ. მარჯვნივ კიდე რავი რა, გრიზი მაინც გრიზია მარა ეს ვერსია საშინელია. მაზავს და მაზავს. არადა დროა რაღაც ქნას და კლასიკოში გოლი იდეალური რეაბილიტაცია იქნებოდა. დემბელეს კიდე დიდი ტექნიკური წუნი აქვს და რეალთან ეგ დამღუპველია. ჯობს ეგ და ტრინკაო სკამიდან შემოვიდნენ და ააწიოკონ ფლანგები
    გულშემატკივარი [?]
    22 ოქტომბერი 2020 11:14
    0
    სჯობს ტრინკაო დააყენოს და მეორე ტაიმში დაღლილებთქნ დემბელე.მაგრამ ფატის დაყენებაც ამათთან სარისკოა რა დალეწავენ ეგ ნაჯახები.ალბათ მოიფიქრებს კუმანი რამე კარგს.პიანიჩიც უნდა ათამაშოს აუცილებლად რომელიმე ტაიმი მაინც.ალბას არყოფნა ძაან ტეხავს რა.აქ რო შტეგენიც და ალბაც გვყავდეს რეალს შანსი არექნებოდა მართლა მაგრამ ახლა აქვთ რაღაც შანსი.
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გულშემატკივარი [?]
    22 ოქტომბერი 2020 09:14
    4
    გრიზმანის გარდა ნებისმიერი... მარა მგონი ამ ჩამოთვლილთაგან ყველას დემბელეს დაყენება ჯობია. ძალიან მაგარია დემბუზა მარჯვნივ...
    წევრი [?]
    22 ოქტომბერი 2020 03:26
    2
    რავიცი იქნებ ეცადა გრიზი 9 იანზე მესი 10 ნე მარჯვნივ ტრინკაო და მარცხნივ დემბელე თუარა მერე გადანაცვლება კოუს შემოიყვანდა მესი მარჯვნივ გადაიწევდა ან გრიზის შეუწყვილდებოდა.ტრინკაუ უკან დაიწევდა და დემბელეს გააჯმეინებდა.
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 01:31
    2
    დესტი პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი ბუსი ფრენკი
    კოუ
    მესი ფატი

    ან
    რობერტო პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი ფრენკი
    კოუ
    დემბელე მესი ფატი
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 01:20
    8
    აი წარმოიდგინეთ რა დონეზე დაეცა გრიზმანი, რომ მსოფლიო ჩემპიონს, 16 წლის ბიჭსა და ამ სეზონში გადმოსულ ახალგაზრდას შორის არჩევანის გაკეთება უწევს მწვრთნელს 🤦‍♂️

    პ.ს. ჩემი აზრით ტრინკაოა დასაყენებელი. მეორე ტაიმში-დემბელე. კიდევ როგორ წავა თმაში მაგის მიხედვით პედრის შემოყვანაც შეიძლება
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 01:15
    3
    გრიზმანის თამაშს არანაირი აზრი არაქვს სანამ მესი არ წავა......ზუსტად იგივე როლიაქვთორივეს და გრიზმანის გამო მესის სკამზე არავინ დავსავს ეხლა.
    Culé [?]
    22 ოქტომბერი 2020 01:07
    4
    დაასვენა არა იხვის ტოლმა ამ გრიზმანს ეხლა ყველა ჯობია პედრიდან დაწყებული ტრინკაოთი დამთავრებული
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:57
    1
    ციტატა: Iniesta_8
    ისევ ბუსკეცი და გრიზმანი თუ ჩასვა სასტარტოში ვერ მოიგებენ კლასიკოს. არადა საუკეთესო შანსი რეალის დაჩოქების.

    Busis atamashebs mainc mgonia klasikos arsebuli gamocdilebis mixedvit mara ai grizi idk
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:55
    2
    ისევ ბუსკეცი და გრიზმანი თუ ჩასვა სასტარტოში ვერ მოიგებენ კლასიკოს. არადა საუკეთესო შანსი რეალის დაჩოქების.
    ფანი [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:51
    3
    Eseigi dembuzas arc ki ganixilavs arada gaasworebda mara me-2 taimshi daglil mcvelebs aawuokebs tu gamoiyvans
    P.S baierni isev favoritia ligis chemi azrit
    Culé [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:46
    7
    ფაქტია აქედან დემბელე ყველას ჯობი სისწრაფის ხარჯზე ააწიოკებს ფლანგს, მთავარია პასის ადრესატი დროულად ჩაყვეს საჯარიმოში
    Culé [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:32
    0
    პიანიჩი ბუსკეცი დეიონგი ლეწოს
    და წინ კოუ
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    Culé [?]
    22 ოქტომბერი 2020 00:31
    8
    ეს არ ვიცი მარა🙄 წელს ბაიერნი მეორე წრეზე წავა🤷🏻‍♂️