პსჟ-ს რიკი პუჩის გადაბირება სურს

პსჟ-ს რიკი პუჩის გადაბირება სურს

რიკი პუჩის გარშემო შექმნილ ვითარებას "პარი სენ-ჟერმენი" თვალს ყურადღებით ადევნებს და ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა ნახევარმცველი საფრანგეთში გადასვლაში დაითანხმოს. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სეზონის დასწყებამდე რონალდ კუმანმა რიკი პუჩს სხვა გუნდში იჯარით წასვლა ურჩია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნიდერლანდელი ახალგაზრდა ნახევარმცველს სათანადო სათამაშო დროს ვერ ჰპირდება. კუმანი მართალი აღმოჩნდა - 5 შეხვედრიდან პუჩი მხოლოდ ერთში ვიხილეთ და იმ ერთხელაც რიკი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

რომანოს ინფორმაციით "პარი სენ-ჟერმენი" ფეხბურთელზე ზეწოლას ახორციელებს და ცდილობს ის ტრანსფერში დაარწმუნოს. "ბარსელონა" კი არანაირი წინადადების განხილვას არ აპირებს.

პუჩის მოქმედ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, "ბარსელონა" კი ცდილობს მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    22 ოქტომბერი 2020 02:10
    0
    პუჩის გაყიდვა მაგარი შეცდომა იქნება მაგრამ ამ ხემძღვანელობისგან არ გამიკვირდება ესეთი საქციელი კუმანი დიდ შეცდომას უშვებს პუჩს საერთოდ რომ არ ენდობა ეს ბიჭი არის ფეხბურთის სილამაზე რისთვის უყურებთ ფეხბურთს ლამაზი ფეხბურთის საყურებლად ასეთი ფეხბურთელები სულ სათადარიგო არ უნდა იყვნენ.
    Culé [?]
    21 ოქტომბერი 2020 21:38
    7
    საღოლ შახტარს.დ ამათ ჩვენზე მეტადააქვთ მგონი დარხეული.დ
    ფანი [?]
    21 ოქტომბერი 2020 21:30
    6
    რეალს კუზავენ თუ რა ხდება 😂😂😂 შახტარი შიგ ზიდანში მიდის მგონია 😂😂😂