კუმანი: გრიზმანის უთამაშებლობა არაფერს ნიშნავს

კუმანი: გრიზმანის უთამაშებლობა არაფერს ნიშნავს

რონალდ კუმანის თქმით "ელ კლასიკოს" წინ ანტუან გრიზმანის სათადარიგოთა სკამზე დატოვება რაიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

"ფერენცვაროშთან" გუშინ გამართულ დაპირისპირებაში (5-1) ანტუან გრიზმანი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ზოგმა ამის მიზეზად დასვენება დაასახელა, ზოგმაც ფრანგის საშინელ ფორმაში ყოფნა.

"გრიზმანს არ უთამაშია, მაგრამ "ელ კლასიკოს" წინ ეს არაფერს ნიშნავს. ვცდილობთ, ყოველი თამაშისთვის საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიოთ. ამჯერად ფლანგზე ტრინკაუ ვათამაშეთ, შემდეგ კი დემბელე.

ვნახოთ, რა მოხდება შაბათს. წინ სხვა თამაში გველის. ჩემი საქმე გუნდის მომზადება და საუკეთესო შემადგენლობის შერჩევაა." - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 21 ოქტომბერი 2020 21:42
    2
    იმედია ვერ დავინახავ სასტარტოში
    ფანი [?]
    #2 21 ოქტომბერი 2020 20:51
    6
    გრიზმანი გაეყიდათ და მაგ ფულით კარგი თავდამსხმელი ეყიდათ ჟესუს მოიყვანდნენ 75 იყო გამოსასყიდი ლაუტაროც,ჰალანდიც,გრიზმანს ყველა აჯობებდა. მაგრამ ბართომეუს ხელში სხვას რას უნდა ელოდო.როცა სილქ სპორტზე უყურებ ბარსას თამაშებს კომენტატორები არიან რეალის ქომაგები და იგენი ლანძღავენ ბართომეუს რას დაამსგავსა გუნდიო წარმოიდგინეთ იგენსაც შეაძულა ბართომეუმ თავი და ბარსას ქომაგები რა დღეში ვიქნებით.
    Culé [?]
    #1 21 ოქტომბერი 2020 20:23
    5
    გრიზმანი არაა ბარსას სტილის რა ვერ შეიგნო ბარსამ, ვერასდროს გახდება გუნდის სული, არ აქვს ბარსას დნმ