რონალდ კუმანი: ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ

რონალდ კუმანი: ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ჩემპიონთა ლიგის სტარტზე "ფერენცვაროშთან" მოგებით (5-1) ძალიან კმაყოფილი დარჩა.

"ბედნიერი ვარ. ისევ შეგვიძლია შანსები ნებისმიერ მეტოქესთან შევქმნათ.

თუ ჩვენს გოლებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, დღეს ვაჩვენეთ, რომ გამტანი ფეხბურთელები გვყავს. ჩვენ გვყავს მესი, რომელიც თუ ასე თამაშს განაგრძობს, არაფერზე დავიჩივლებ.

ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ზოგ ეპიზოდში ზედმეტად ნელა ვთამაშობდით, მაგრამ საერთო ჯამში კარგად გამოვიყურებოდით. წითელმა ბარათმა საქმე გაგვირთულა. ვფიქრობ, ეს ზედმეტად მკაცრი სასჯელი იყო.

პიანიჩისთვის ფიზიკურ ფორმაში შესვლა რთული იყო, მაგრამ ის ნელ-ნელა უმატებს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის მნიშვნელოვანი წევრი გახდეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    21 ოქტომბერი 2020 09:44
    2
    ციტატა: Memphis Depay
    კოუს გარეშე გუნდი ნული იყო ხეტაფესთან. დღეს გამოაცოცხლა თამაში. მაგის, ფატის და ლეოს კომბინაციები ერთი სიამოვნებაა. უკან ფრენკიმ და პიანიჩმაც საკაიფოდ დაიჭირეს ცენტრი. დესტიც კარგად გადის ადაპტაციას. აი ცენტრია ისევ საშინელება და რას აპირებენ ნეტა მანდ, ვერ ვხვდები როგორ დაუშვეს და მაგ ორი ფალოსის იმედზე დატოვეს გუნდის დაცვა.


    ყოველთვის მაგას ვამბობდი და ვამბობ დღესაც, რომ კოუ არის სასწაული კაცი... ძაან დახვეწილი და კლასნია, ეგ რო თამაშობს მესის საქმეს 70% თავის თავზე იღებს, ვგულოსხმობ შეტევის წამოწყებას, პასებს და თან საკაიფოდ ურტყავს
    გულშემატკივარი [?]
    21 ოქტომბერი 2020 07:23
    3
    კუილა (კუმან) ხმა ჩაიწყვიტე. ჩიხურასთან უფრო მეტი მომენტი გექნებოდათ.
    წევრი [?]
    21 ოქტომბერი 2020 01:54
    1
    ტრინკაუ კარგია ნერვიულობის გადალახვა უნდა მხოლოდ დემბელემ კი დაგვანახა რომ მარჯვენა ფლანგზე ბევრად უკეთესია ეს არის მწვრთნელის მთავარი ამოცანა რომ ფეხბურთელს შეურჩიოს სწორი პოზიცია და შედეგი იქნება.
    ფანი [?]
    21 ოქტომბერი 2020 01:47
    21
    მე ვერ ვიტყოდი, რომ კარგი თამაში აჩვენეს,
    უბრალოდ, მოწინააღმდეგე იყო ზედმეტად გამოუცდელი ასეთი ტურნირებისათვის
    წევრი [?]
    21 ოქტომბერი 2020 01:43
    8
    ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გამარჯვებას გილოცავთ კულეებო!
    დღეს, პატარა ბიჭებმა მომხიბლეს!!!
    წევრი [?]
    21 ოქტომბერი 2020 01:30
    13
    მადლობა რო ასეთი თამაში აჩვენეთ
    ,კარგია მარა ივეს და რეალს თუ მიარჭობთ მასე კარგითამაშით მერე ვილაოარაკოდ დანარჩენი.
    გულშემატკივარი [?]
    21 ოქტომბერი 2020 01:29
    12
    რეალთან დამიდეთ კარგი თამაში თორე გინება არ აგცდებათ ვატყობ