დრო, როცა "ბარსელონას" მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მოგებითაც კი უკმაყოფილო იყო

დრო, როცა "ბარსელონას" მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მოგებითაც კი უკმაყოფილო იყო

"ხეტაფესთან" მარცხის შემდეგ რონალდ კუმანმა ასეთი რამ თქვა: "4 თამაშში 8 გოლი გავიტანეთ. არ ვიცი, რომელიმე გუნდს ასეთი შედეგი აქვს თუ არა." პესიმისტური პროგნოზი ასეთია - კუმანი ვალვერდესა და სეტიენის გზას ადგას. ესპანელ სპეციალისტებს ეს ნამდვილად ჩვეოდათ - აშკარად ცუდი თამაშის შემდეგ აცხადებდნენ, კარგად ვითამაშეთო.

არადა, "ბარსელონაში" იყო დრო, მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მოგებულ ფინალში ნაჩვენები თამაშითაც კი არ იყო კმაყოფილი. გავიხსენოთ, რა განაცხადა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 2011 წლის ფინალის წინ, როდესაც 2009 წელს რომში მოგებულ ფინალთან პარალელი გაავლო.

"რომში იმაზე ცუდად ვითამაშეთ, ვიდრე ახლა გვინდა ვითამაშოთ. ძალიან უცნაურია ამის თქმა, რომში მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიყოთ გულახდილები - 2009 წელთან შედარებით ბევრად უკეთ თამაში მოგვიწევს.

უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ. ინტენსივობა და კიდევ რამდენმე რამ უნდა გავაუმჯობესოთ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს ფეხბურთელებს სწორედ ამას ვეუბნები. თუ ის ფეხბურთელები, რომლებიც რომშიც იყვნენ, ისევე ითამაშებენ, ჩვენ ვერ მოვიგებთ."

2010/11 წლების "ბარსელონა" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება, წლების შემდეგ კი მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერს, რომ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოთამაშე "ბარსელონას" დონის გუნდის მას არ უნახავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 21 ოქტომბერი 2020 16:29
    0
    ციტატა: MESSI 2017
    და რა ვიცით რომ კუმანი 4 თამაშში 8გოლით ამაყობს? 🙃🙃🙃

    არც უთქვია რომ ამაყობს, უბრალოდ საკუთარი გუნდი ასე თუ ისე დაიცვა ჟურნალისტებისგან..
    Culé [?]
    #1 21 ოქტომბერი 2020 03:13
    0
    აბა... თვით სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა ამ თამაშის შემდგომ : - ერთადერთხელ ჩემს ცხოვრებაში დამეუფლა გრძნობა, რომ ვერაფერს ვცლიდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლოო. წარმოოდგინეთ. რა დონეზე იყო გუნდი და ეხლა?! ეეეჰ, ყველგან ქოცობაა მოდაში, დედამიწაზე. თვით ამერიკის პრეზიდენტი, ბარსელონას პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ა.შ. მენტალურად ,,ქოცები" არიან და ამიტომაც მისდით საქმეები კარგად ☹️