ბარსელონა-ფერენცვაროში - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ფერენცვაროში - მატჩისწინა მიმოხილვა

ჩემპიონთა ლიგის დაწყება ყოველთვის სასიხარულოა, მაშინაც კი, თუ ბოლო 3 გათამაშება სამარცხვინოდ დაასრულე. "ბარსელონას" გულშემატკივრები ახალ სეზონს ახალი იმედებით შეხვდნენ, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგასაც უკავშირდება.

თუმცა, მეტოქის გათვალისწინებით, ეს თამაში რამდენიმე დღეში გასამართმა "ელ კლასიკომ" დაჩრდილა. 24 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონას" შემადგენლობაზე აუცილებლად იმოქმედებს. "ფერენცვაროშს" რონალდ კუმანის გუნდი "რეალთან" დაპირისპირებამდე ხასიათის გამოსაკეთებლად თუ გამოიყენებს, თორემ ამ თამაშის იოლად მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არც უნდა დადგეს.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონა" თამაშს ცუდ ფორმაში ხვდება. ლა ლიგის ომახიანად დაწყების შემდეგ რონალდ კუმანის გუნდმა ჯერ "სევილიასთან" შინ დაკარგა ქულები, შემდეგ კი "ხეტაფესთნ" ბოლო 9 წელიწადში პირველად წააგო. შედეგი იქით იყოს და "ბლაუგრანას" მიერ ამ ორ შეხვედრაში ნაჩვენები თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

"ფერენცვაროშში" საპირისპირო სიტუაციაა - უნგრეთის ჩემპიონმა მიმდინარე გათამაშება ქულების დაკარგვით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4 თამაში მოიგო და კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა.

"ფერენცვაროში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა. უნგრელებმა ჯერ შვედური "დიურგანდენსი" საკუთარ კედლებში დაამარცხეს (2-0),  შემდეგ "სელტიკს" შოტლანდიაში მოუგეს (2-1), შემდეგ ზაგრების "დინამოს" შინ სძლიეს (2-1), ბოლოს კი ნორვეგიულ "მოლდეს" სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით აჯობეს (3-3, 0-0).

დანაკლისი

"ფერენცვაროში" კატალონიას უდანაკარგოდ ეწვია, "ბარსელონას" კი კვლავ ტრავმირებული ტერ შტეგენის, უმტიტისა და ალბას გარეშე თამაში მოუწევს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მატეუს ფერნანდესის საკითხიც.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში არასდროს შეხვედრიან, თუმცა 6 ამხანაგური თამაში აქვთ ჩატარებული. ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ჩვენს საინტერესო სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

გამორჩეული ფეხბურთელი

"ბარსელონას" ფეხბურთელებზე ვერც ახალს გეტყვით რამეს და ბოლო თამაშების გათვალისწინებით ვერც კარგს. სამაგიეროდ, შეგვიძლია სტუმარი გუნდის ერთი მოთამაშე გამოვარჩიოთ.

ლაშა დვალი 25 წლის მცველია, "ფერენცვაროშში" 2019 წლიდან ასპარეზობს და თუ ტრავმა არ აწუხებს, უნგრელთა სასტარტო შემადგენლობაში ხვდება. მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის 5 თამაშიდან დვალმა მონაწილეობა სამში მიიღო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ ითამაშა, "სელტიკთან".

ქართველი უკანახაზელი, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, "ბარსელონასთან" სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება, მაგრამ მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ პროგნოზები არ გამართლდება და ლაშას "კამპ ნოუზე" პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალგაზრდა და გამოუცდელი შვეიცარიელი არბიტრი სანდრო შერერი იქნება.

32 წლის შერერს "ფერენცვაროშის" მატჩში ერთხელ უმსაჯია. 2017/18 წლებსი სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელები "მიდტიულანდთან" შინ ანგარიშით 2-4 დამარცხდნენ, არადა 2-0 იგებდნენ. იმ შეხვედრაში შერერმა მასპინძელთა კარში 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, პირველ მათგანს კი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელის მოედნიდან გაძევებაც მოაყოლა.

"ბარსელონას" პირველი გუნდის შეხვედრაში შერერს აქამდე არ უმსაჯია, მაგრამ კატალონიელთა 19 წლამდელთა გუნდის მატჩში მთავარი არბიტრი ის 2-ჯერ იყო. 2016/17 წლების სეზონში, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსამ" "მანჩესტერ სიტი" 1-0 დაამარცხა. 2018/19 წლების სეზონში კი, იმავე ტურნირის 1/2-ფინალში კატალონიელებმა "ჩელსისთან" დამარცხდნენ. ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლონდონელებმა იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" მხრიდან ორივე გოლი ანსუ ფატიმ გაიტანა.

სტატისტიკა

  • "ფერენცვაროშს" ჩემპიონთა ლიგაზე (საკვალიფიკაციო ეტაპი) ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს და ისიც საკუთარ მოედანზე. უნგრელები სტუმრად ბოლოს 2004 წელს დამარცხდნენ;
  • "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" გამართული საჩემპიონთალიგო თამაში 2013 წლის შემდეგ არ წაუგია. მას შემდეგ კატალონიელებმა 32 თამაში მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს;
  • ყველა ტურნირზე, "კამპ ნოუზე" ჩატარებული ბოლო 46 თამაშიდან "ბარსელონამ" მხოლოდ 1 წააგო;
  • თუ სერჟი რობერტოს მოედანზე ვიხილავთ, ის ევროტურნირებზე თავის 50-ე თამაშს ჩაატარებს;
  • "ფერენცვაროშში" მხოლოდ 2 ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვთ - რობერტ მაკი (2 თამაში "ზენიტის" შემადგენლობაში) და ალექსანდრ ზუბკოვი (1 თამაში დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში). ლიგის ფინალურ ეტაპზე მთელს "ფერენცვაროშზე" მეტი თამაში 17 წლის ანსუ ფატის აქვს ჩატრებული (5).

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი: "ბარსელონაში" ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ტიტულებისთვის უნდა იბრძოლო, იქნება ეს ლა ლიგასა თუ ევროპაში. ჩვენ მთავარი ფავორიტები არ ვართ, თუმცა შორს გასვლა შეგვიძლია." კუმანის სრული კომენტარი.

სერგერი რებროვი: "მესი საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია, თუმცა მას ჰყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაცვაში თამაშს აბალანსებენ. ეს მესი და "ბარსელონაა", ყველა ვთანხმდებით, რომ ისინი სხვა დონეზე არიან, ჩვენს გუნდში კი ყველა ფეხბურთელმა დაცვაში თავდაუზოგადავად უნდა იმუშაოს."

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, არაუხო, ლანგლე, ფირპო, პიანიჩი, პუჩი, ტრინკაუ, კოუტინიო, ფატი, ბრეითუეიტი.

ფერენცვაროში (4-2-3-1): დიბუში, ლოვრენშიცი, ბლაზიჩი, კოვაჩევიჩი, ჰაილსტერი, სომალია, ხარატინი, ისაელი, სიგერი, ნგენი, ბოლი.

პროგნოზი

  • WhoScored: 3-0
  • Sportsmole: 3-1
  • Sportskeeda: 3-0
  • Squawka: 4-0

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3 და silksport.ge წარმოგიდგენთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    NN
    Culé [?]
    #7 20 ოქტომბერი 2020 20:56
    0
    ვინმემ ტუ იციტ მატჩ 1 ,2, ან 3 ზე გავა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ოქტომბერი 2020 18:42
    0
    "...ამ თამაშის იოლად მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არც უნდა დადგეს"...
    ნეტავი თქვენ პატივცემულო მწერალო, ერთი თქვენი ოპტიმიზმი მომცა ამ ცხოვრებაში.
    Culé [?]
    #5 20 ოქტომბერი 2020 12:02
    0
    ნეტუ
    დესტი-არაუხო-ლენგლე-ფირპო
    პიანიჩი-ალენია
    ტრინკაო-პედრი-ანსუ ფატი/დემბელე
    მესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #4 20 ოქტომბერი 2020 08:53
    3
    იმედია, რომ ანტუანეტა გრიზ-ფემილე არ იქნება ძირითადში მაინც. მაგის ატანა აღარა მაქვს.
    ფანი [?]
    #3 20 ოქტომბერი 2020 08:06
    0
    განაცხადი ?
    Culé [?]
    #2 20 ოქტომბერი 2020 01:12
    9
    რა დრო დადგაა, ლიგის თამაში გვაქვს და ფეხებზე მკიდია :|
    გულშემატკივარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2020 23:44
    3
    მგონი ეს შემადგენლობა ძაან გადახალისბულია და ჯობია დეიონგიც პიკეც მესიც და გრიზმანი ძირითადში იყვნენ