ბარსელონა-ფერენცვაროში: რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბარსელონა-ფერენცვაროში: რონალდ კუმანი მატჩის წინ

ვალ, "ბარსელონა" შინ, ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში, "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, უპასუხა.

როგორ ხვდება გუნდი ჩემპიონთა ლიგას?

"თითოეული კვირა თანაბრად მნიშვნელოვანია. ხვალ, ჩვენ მოგება გვსურს, გვინდა, ეს მშვიდად გავაკეთოთ".

რამდენად მნიშვნელოვანია ხვალ გამარჯვება?

"იყო "ბარსას" ფეხბურთელი ან მწვრთნელი ყოველთვის ნიშნავს წნეხს. ის თუ რა ხდება გარშემო ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. არსებობს გარკვეული რთული საკითხები, თუმცა ჩვენ მოტივირებულნი ვართ, მოვიგოთ ხვალინდელი მატჩი".

როგორ შეაფასებდით უსმან დემბელეს "ხეტაფესთან" მატჩში?

"იგი ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე ძალიან კარგად ირჯება. კი, მან რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, თუმცა ეს მისი სტილისთვის დამახასიათებელია, რომელიც რისკზე წასვლას გულისხმობს. მეორე ტაიმში იგი უფრო მეტად თანაგუნდელებზე თამაშობდა, უკეთესადაც გამოუვიდა. იგი სათამაშო დროის მოსაპოვებლად მუშაობს".

ლიონელ მესი?

"ამ მომენტისთვის, შეიძლება, ითქვას, რომ მას უკეთ თამაში შეუძლია, თუმცა იგი ბედნიერია და სურს, რომ იყოს კაპიტანი. მე მასთან პრეტენზიები არ მაქვს. რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, ბურთი ძელს გაარტყა. მომდევნო თამაშებში იგი მოუმატებს, ამაში დარწმუნებული ვარ".

ინტერესი მემფის დეპაის მიმართ

"ჩვენ უკვე ოთხი მატჩი ჩავატარეთ და რვა გოლი გავიტანეთ. არამგონია, რომელიმე გუნდს ასეთი შედეგი ჰქონდეს. შეტევაში საკმარისი რესურსი გაგვაჩნია".

რომელიმე ლიდერით ან მოთამაშით იმედგაცრუებული ხართ?

"იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა თამაშის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ბოლო შეხვედრის შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა გუნდში კარგი განწყობაა. მე იმედგაცრუებული არ ვარ, შეუძლებელია, იმედგაცრუებული იყო ფეხბურთელით, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს. ჩემს საქმეს მათი პროგრესი წარმოადგენს".

რა აკლდა "ბარსელონას" გასულ ჩემპიონთა ლიგაზე?

"არ ვიცი, რადგან მაშინ აქ არ ვყოფილვარ. ასეთ კითხვას ვუპასუხებ თუ ამ სეზონში ტურნირს ვერ მოვიგებთ".

იქნებიან თუ არა ხვალ ანსუ ფატი და პედრი ძირითად შემადგენლობაში?

"შესაძლებელია, რადგან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ასაკზე დამოკიდებული არ არის, თუმცა კონკურენციაც ძლიერია. პედრისა და ანსუს თამაშით კმაყოფილი ვარ. ასეთ ასაკში გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა ისინი ძალიან კარგად ვარჯიშობენ".

აქვს თუ არა ანტუან გრიზმანს ფსიქოლოგიური პრობლემები?

"არა, ჩემი აზრით, იგი კარგად მუშაობს. მან იცის, რომ ამ სიტუაციის შესაცვლელად მუშაობა დასჭირდება".

არის "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა შორის?

"ბარსელონაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ტიტულებისთვის უნდა იბრძოლო, იქნება ეს ლა ლიგასა თუ ევროპაში. ჩვენ მთავარი ფავორიტები არ ვართ, თუმცა შორს გასვლა შეგვიძლია".

დაისვენებენ თუ არა სერხიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი?

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ იოლი მატჩი არ გველის. ახლა, "ელ კლასიკო" მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი თამაში ხვალაა".

რას ფიქრობთ ესპანური ფეხბურთის რეგრესზე?

"ჩემი აზრით, ეს ყველა ქვეყანაში ხდება, რაც პანდემიის შედეგია. ჩვენ სახლში გულშემატკივრებს ვერ ვხედავთ. სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა ეს არ ხდება მხოლოდ აქ. ეს შეეხო "ლივერპულს", "იუვეს", რომელიც იტალიაში ლიდერი არ არის. ამ ყველაფერს არამარტო ფეხბურთზე, არამედ, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა გააჩნია".

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი, "კამპ ნოუზე", "ფერენცვაროშთან", ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 20 ოქტომბერი 2020 01:03
    0
    რაიკარდი უნდა მოეყვანათ ამის მაგივრად კარგი იქნებოდა ან ჩავი როგორც ფეხბურთელებმა სთხოვეს.მაგრამ ბარტომეუს სანამ არის ასეთი სიამოვნება არ გვეღირსება გულშემატკივარს ვერ მოიშორეს ეს ჭირი ამდენ ხანს.
    ფანი [?]
    #3 19 ოქტომბერი 2020 17:56
    5
    ციტატა: Iniesta_8
    რაღაც ვალვერდესეული ელემენტები გამოიკვეთა წინა თამაშში და ეგ არ მომწონს ყველაზე მეტად. თორე წაგება ტრაგედია არაა ახალი მოსული მწვრთნელისთვის სეზონის სტარტზე საკმაოდ რთული თამაშში. უქნარები მოაშორე სასტავს და ვნახავთ შეუძლია თუ არა ამ გუნდს განვითარება.

    სუარესი არ უნდა გაეშვა ეხლა კი მიხვდება რაც ქნა მაგრამ გვიანია უბედურება ისაა რომ გუნდს ფორვარდი არ ყავს მესისაც არასწორ პოზიციაზე ათამაშებს ასევე ნახევარდაცვა ძალიან სუსტია აუცილებბლად 4-3-3 ზე უნდა გადმოაწყოს გუნდი მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ კუმანი არაა ტიკი ტაკას მათამაშებელი გუნდში და ბარსას ფილოსოფიას მის გაწვრთნილ ბარსელონაში არ უნდა ველოდოთ კლუბს არჩევნები და ლაპორტას გაპრეზიდენტება დაეხმარება ყველაზე მეტად და ამაზე უარესი ჭაობიდან ამოათრია ლაპორტამ გუნდი როცა პრეზიდენტი გახდა ასე რომ ვნახოთ
    ფანი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2020 17:12
    2
    ფერენცვაროშის თამაშს უყურე მიოლდესთან,გასვლაზე რომ იყო მიოლდე ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა.მწვრთნელი უნგრებს რებროვი ყავთ მას და შევას ფეხბურთელობის დროს ბარსა ბევრჯერ გაამწარეს ასე რო ყველა გუნდი დასაფასებელია
    Culé [?]
    #1 19 ოქტომბერი 2020 16:52
    6
    რაღაც ვალვერდესეული ელემენტები გამოიკვეთა წინა თამაშში და ეგ არ მომწონს ყველაზე მეტად. თორე წაგება ტრაგედია არაა ახალი მოსული მწვრთნელისთვის სეზონის სტარტზე საკმაოდ რთული თამაშში. უქნარები მოაშორე სასტავს და ვნახავთ შეუძლია თუ არა ამ გუნდს განვითარება.