მირალემ პიანიჩი "ფერენცვაროშთან" ძირითადში ითამაშებს | Sport

  • 19-10-2020, 00:05
  • მირალემ პიანიჩი "ფერენცვაროშთან" ძირითადში ითამაშებს | Sport

    სანაკრებო პაუზის შემდეგ და მნიშვნელოვანი მატჩების მოახლოებასთან ერთად, "ბარსელონაში" როტაციების დრო დგება.

    Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი 24 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" ან სერჟიო ბუსკეტსის, ან ფრენკი დე იონგის დასვენებას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშაბათს, "ფერენცვაროშთან", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მირალემ პიანიჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოსნიელი ნახევარცველის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას კარგ ვარიანტად მიიჩნევს, რადგან 30 წლის შუახაზელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

    მირალემ პიანიჩი "ფერენცვაროშთან" კატალონიური კლუბის მაისურით ძირითადში პირველად ითამაშებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    გუშინ, 12:37

    ორივე დაასვენოს და პიანიჩი-ალენია ათამაშოს

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    19 ოქტომბერი 2020 08:30

    ძირითადისთცის ეს არ მოიყვანეს ამ შაკლებმა რა ბუსკეცი ჩემი დავიღალე უკვე ამ ცარიელი კლასის ყურებით ბოლო 5 წელია კრეატივი უნდა გუნდს მძაფრი რაღაც გამჭოლი ძლიერი და არა მოსიარულე გვამები მარტო სახელი და კლასი რომ დარჩა იგროკს.. დეიონგი და პიანიჩი უნდა იყოს ძირითადის კუმანმა არუთხრა ბუსკეცს ძირითადში ვეღარ იქნებიო?? რას თამაშობს ეს კაცი თუ ასე გააგრძელა სიჯიუტე და რაღაც მიმწოლითი ხასიათი ილოცოს რომ მალევე არ იყოს არჩევნები ვადამდელი თორე გააყოლებენ ბართომეუს

    6
    გასულია
    barcelona87 გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2020 02:41

    მაროკოელები სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებში ვინც თამაშობს: Mohamed Amine Ihattaren 12 February 2002.(ჰოლანდია).Anwar El Ghazi 3 May 1995.(ჰოლანდია). Adam Maher 20 July 1993.(ჰოლანდია).Mehdi François Carcela-González 1 July 1989.(ბელგია,მარა დაბრუნდა 2011 -დან მაროკოში).Karim Bellarabi 8 April 1990.(გერმანია).Khalid Boulahrouz 28 December 1981.(ჰოლანდია).Nacer Chadli 2 August 1989.(ბელგია).Marouane Fellaini-Bakkioui 22 November 1987.(ბელგია).Adil Rami 27 December 1985.(საფრანგეთი).Ibrahim Afellay 2 April 1986.(ჰოლანდია). თუ ბი ქონთინიუდ....მაროკო ამოილია.

    1
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    19 ოქტომბერი 2020 00:40

    პიანიჩის არ გამოყენება მწვრთნელის მინუსია და არა ფეხბურთელის, ამ კაცს ერთი შეხებით შეუძლია იმის გაკეთება რასაც დე იონგი და ბუსკეცი მთელი თამაში ვერ აკეთებენ, ამიტომ ერთ-ერთი სკამზე უნდა გადაჯდეს. უფრო ბუსკეცი, რადგან დე იონგი უფრო ახალგაზრდაა და ენერგიული, თორე სათამაშო დონით ორივე ნაგავია წელს. თუმცა მარტო პიანიჩი ვერ მოაგვარებს პრობლემას, მესიმ და გრიზმანმა თუ ძველებურად გააგრძელეს ვერცერთ რთულ მატჩს ვერ მოვიგებთ, ტიპები მთელი თამაში ისე გადის არაფერს აკეთებენ ღირებულს. რობერტოზე და დაცვაზე საუბარით დავიღალე უკვე არ შეუძლიათ თავისი საქმის უშეცდომოდ გაკეთება და ეცადონ მაინც მეტოქე აიძულონ თავის ნახევარზე გამოიკეტოს, თორემ რამდენიმე შეტევა და სახიფათო მომენტი იქმნება ეგრევე.

    18
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV