"ბარსელონა" მესის წასვლისთვის ემზადება | Daily Mail

  • 18-10-2020, 23:10
  • "ბარსელონა" მესის წასვლისთვის ემზადება | Daily Mail

    Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ კატალონიური გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი მომავალი წლის ზაფხულში კლუბს დატოვებს და "მანჩესტერ სიტიში" გადავა.

    შეხსენება არ გჭირდებათ, რომ მესი გასულ ზაფხულში "ბლაუგრანადან" წასვლასთან და ინგლისურ გუნდში გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა, "ბარსამ" არგენტინელი ვარსკვლავის უფასოდ გაშვებაზე უარი თქვა. 33 წლის მოთამაშემ მშობლიურ კლუბთან სასამართლო დავის წამოწყება არ ისურვა და საბოლოოდ, დარჩენა გადაწყვიტა. ლეოს მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები ფეხბურთელს ძალით ვეღარ დააკავებენ.

    ბრიტანული წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი სეზონის სტარტზე მესის ერთგულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით კმაყოფილია, თუმცა, კლუბში უკვე ეგუებიან იმ ფაქტს, რომ "ლა პულგა" კატალონიურ გრანდში ბოლო სეზონს ატარებს.

    "ყოველთვის იმედი მქონდა, რომ მესი ამ სეზონში დარჩებოდა. ის ზაფხულში რომ წასულიყო, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.

    მესის წასვლა უნდოდა, მაგრამ კლუბის პოზიცია ძალიან აშკარა იყო. ლეოს გამოსასყიდი თანხა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ ეტაპზე იმ თანხას მსოფლიოს არცერთი კლუბი არ გადაიხდიდა", - ასე განმარტავს ნიდერლანდელი სპეციალისტი "ბარსელონას" პოზიციას, თუ რატომ წავიდა კლუბი ფეხბურთელის ნების საწინააღმდეგოდ.

    ლეო მესის სასურველი კლუბი კვლავ "მანჩესტერ სიტია", რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი, "ბარსელონას" ლეგენდა, პეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kako წევრი [?]

    19 ოქტომბერი 2020 19:44

    მესსი არსად არ წავა თავის ნებით
    .თუ დედა აფეთქებულმა ბართლომეუმ არ გაუჩალიჩა რამე.და არ გახადა იძულებული.რა გახდა ამ დამპალი ნაბოზვარი ბათლემეუს გაგდება.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 ოქტომბერი 2020 16:52

    საქმე კი იმაშია, რომ თვითონ პეპი შეიძლება არც დარჩეს სიტიში. ინგლისური პრესა წერს რო სიტის მფლობელები გვარდიოლას შემცვლელს აქტიურად ეძებენ და ჯერჯერობით ვერავინ შეარჩიეს. თუ პეპმა ეს სეზონიც ასე უსახელოდ ჩააგდო ლიგაზე, მაშინ ის 100%-ით დატოვებს-ო გუნდს.

    1
    გასულია
    alen halilovic Culé [?]

    19 ოქტომბერი 2020 14:51

    ციტატა: Zaga
    ამ შემადგენლობით ლიგას კი არა ოთხეულში მოხვედრაც გაუჭირდებათ. კარგი ახალგაზრდები ყავს მაგრამ ფიზიკური მომზადება ძაან ცუდია პუჩი ფატი ტრინკაუ ფიზიკაში ძან სუსტებია.ესენი ასეთ დონეზე ჯერ მზად არ არიან რამდენი წელი გავიდა და პუჩი საერთოდ ფიზიკურად ისევ ისეა როგორც იყო არადა 22 წლის არის უკვე გრანდ გუნდს თავდამსხმელი არ ყავდეს ასეთი არ გამიგია ეს ყველაფერი ხემძღვანელობის უაზრო მმართველობის ბრალია

    პუჩი და ფატი ფიზიკურად სუსტები არ არიან, გააჩნია რა სტილს ათამაშებ ოღონდ. შემადგენლობა მშვენიერი გვყავს. 9-იანი და მარჯვენა მცველია პრობლემა - დესტი მოიყვანეს და ვნახოთ, მგონი შეუძლია. 9-იანზე კიდე იქნებ გრიზმანი დააყენონ. ასეთი დონის ფეხბურთელი გყავს და თუ არ გაყიდეს ეხლა მინიმუმი მაინც მიიღონ მაგისგან. შემადგენლობაში არაა მოკლედ საქმე, სხვა ამბავია აქ, კლუბში სიტუაციაა დასალაგებელი და იდეური რევოლუცია-რეკონსტრუქცია

    0
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    19 ოქტომბერი 2020 10:19

    მგონი სადღაც 15 ბურთით ჩაამთავრებს სეზონს

    4
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    ბარსა La Albiceleste წევრი [?]

    19 ოქტომბერი 2020 09:22

    არანაირი მოტივაცია არ აქვს მესის. ჩამქრალია მთლიანად, არც მოგების წყურვილი აქვს და არც გამარჯვების. მისი გუნდში გაჩერება შეცდომა იყო. გუნდში წლების განმავლობაში განცდიკი მარცხის 4 შემოქმედი ისევ ძირითადის მოთამაშეა და ამას ეძახიან რევულუციურ ცვლილებებს ? დიდი დროა საჭიროს იმის დასალაგებლად რასაც წლების განმავლობაში მიზანმინართულად ანგრევდნენ

    10
    გასულია
    Ani benzo ახალბედა [?]

    19 ოქტომბერი 2020 06:43

    Mesi ar unda gaushvan 40 wlamde tavisuflad gaqachavs barcashi :)

    6
    გასულია
    Zaga ახალბედა [?]

    19 ოქტომბერი 2020 02:29

    ამ შემადგენლობით ლიგას კი არა ოთხეულში მოხვედრაც გაუჭირდებათ. კარგი ახალგაზრდები ყავს მაგრამ ფიზიკური მომზადება ძაან ცუდია პუჩი ფატი ტრინკაუ ფიზიკაში ძან სუსტებია.ესენი ასეთ დონეზე ჯერ მზად არ არიან რამდენი წელი გავიდა და პუჩი საერთოდ ფიზიკურად ისევ ისეა როგორც იყო არადა 22 წლის არის უკვე გრანდ გუნდს თავდამსხმელი არ ყავდეს ასეთი არ გამიგია ეს ყველაფერი ხემძღვანელობის უაზრო მმართველობის ბრალია

    9
    გასულია
    Heisenberg ახალბედა [?]

    19 ოქტომბერი 2020 01:31

    ზღაპარია. მამალი ჭორია ეს ინფო. დეილი მეილი, სანი და მირორი სამი უქინძესი გამოცემაა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ესპანეთში რა ხდება.

    თანაც, რომ წერენ "ხელმძღვანელობა ასე ფიქრობსო" - ამ ხელმძღვანელობას დღეები დათვლილი აქვს უკვე. მესიზე კი კაი ხანია დაიწერა ახალ პრეზიდენტს დაელოდება და დიდი შანსია აღარ წავიდესო.

    ბართომეუს 1-2 თვეში გადააყენებენ, მარტში არჩევნებია ჩანიშნული. სეზონის ბოლოს გადაწყვეტს მესი წავა, თუ დარჩება. იქამდე რაც დაიწერება არაფერი არ დაიჯეროთ მეგობრებო.

    6
    გასულია
    Andria გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2020 00:36

    ხო კი სიტი აშკარად უკეთესი გუნდია კიიიი ..... ჯერ ადრეა მაინც მთელი სეზონი წინაა უბრალოდ მგონია ფულით გატენილი შეიხის გუნდი გინდ მესი დაიმატონ ვერაფერს იზავს პლიუს ლალიგაში უჭირს უკვე და პრემიერ ლიგაში ცხოველები არიან და კარგი თამაში კიარა ტრამვა არ აკიდონ ისეთი რო დაასრულებიონ კარიერა ჩვენ რაც შეგვეხება ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა და რო გითხრათ რო ამ გუნდში აი მესის გარეშე ვერ წარმომიდგენიათქო რავი აშკარად ყვალაფერი შეცვლილია წინა სეზონებში ყველა ნებისმიერ მომენტში მესის ტენიდა ბურთს ახლა ასე არაა ახლა უხილავ პროცესს ვუყურებთ რომელსაც ბევრი დაუკვირვებელი თვალი ვერ ხვდება ეს ბარსას ახალი ერის დასაწყისია ახალგაზრდა თაობით დაკვირვებული თვალი ჭირდება ამას რო შეამჩნიო აშკარაა რო მხოლოდ გარკვეული ინდივიდები მარტო ვერ მიათრევენ ცუდ გუნდს მაშინ არიან ის ინდივიდები საუკეთესოები როცა ძლიერი გუნდია გინდ მესი იყოს მარტო ვერაფერს შეძლებ არ ყავთ სხვა გუნდებს მესი მაგრამ ჯერ ისინი იგებენ და მერე ჩვენ ❤️

    5
    გასულია
    jack slater Culé [?]

    19 ოქტომბერი 2020 00:05

    პრემიერ ლიგას ვეღარ გაქაჩავს რწყილი,ასაკშია უკვე.

    დრონი მეფობენ და არა მეფენი,ბლიად.

    5
    გასულია
    Clever liar გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2020 00:04

    მე გუშინაც წასული მეგონა :)) ამ ზამთრს იმედია ფრანგების ჯამბო შეფუთვა 4ეულს გააჯმეინებენ სამუდამოდ გუნდიდან ეს იქნება ყველაზე მაგარი საშობაო საჩუქრი კლუბის მხრიდან

    9
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    18 ოქტომბერი 2020 23:35

    Liga unda dados da ise wavides

    6
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    Memphis Depay წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 23:15

    ძალით დარჩენილ იგროკს არააქ აზრი ეგაა საქმე. როცა ხასიათზე არ იყო მესი მაში ისედაც არ დარბოდა და ახლა მითუმეტეს არაფერს იზავს. ჯობდა გაეშვათ და მაგ ფულით ეყიდათ საჭირო ფეხბურთელები.

    11
    გასულია
    kendricklamar ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 23:14

    რაღაც დიდებული ოდესღაც მთავრდება..

    11
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV