დემბელესა და დესტის არასახარბიელო სტატისტიკა "ხეტაფესთან" თამაშში

  • 18-10-2020, 21:45
  • დემბელესა და დესტის არასახარბიელო სტატისტიკა "ხეტაფესთან" თამაშში

    "ხეტაფესთან" გუშინ სტუმრად გამართულ მატჩში (0-1), ისევე, როგორც მთელი "ბარსელონა", სათანადო დონეზე ნამდვილად არ იმყოფებოდნენ კატალონიელთა ფრანგი შემტევი უსმან დემბელე და ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი, რაზეც სტატისტიკა მოწმობს.

    AS-ის ცნობით, დემბელემ "ხეტაფესთან" თამაშში მოედანზე 62 წუთი გაატარა და ბურთი 16-ჯერ დაკარგა, 14-ჯერ კი - მხოლოდ პირველ ტაიმში. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე ცუდად დესტი გამოიყურებოდა, რომელმაც ბურთი 23-ჯერ დაკარგა და 11 არაზუსტი პასი გააკეთა.

    ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში ეს გასაგებიცაა. უსმანი თითქმის 11 თვის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოგვევლინა, სერჟინიოს კი მის ბუნებრივ პოზიციაზე არ უთამაშია.

    იმედი ვიქონიოთ, რომ ფრანგი და ამერიკელი მოთამაშეები მომდევნო შეხვედრებში თავს გაცილებით უკეთ წარმოაჩენენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Zaga ახალბედა [?]

    19 ოქტომბერი 2020 02:40

    ტაქტიკა არ აქვვს ცუდი კუმანს მაგრამ ფეხბურთელების ადგილის შერჩევა უნდა სწორი დემბელე მარცხენა ფლანგზე ვერ თამაშობს კარგად მარჯვენაზე ბევრად უკეთესია.გრიზმანი საერთოდ ვერ ჯდება ბარსას თამაშის სტილში და სულ ძირითადშია,მაგაზე მეტ სარგებელს ბრეიტვეიტი მოიტანს.

    2
    გასულია
    nukri1996 წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 23:47

    ციტატა: C.PC5
    ჩემი აზრით არფრის მომცემი სტატისტიკაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არცერთი არაა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში(დესტიზე ადაპტაციას ვგულისხმობ) და მეორეც რომ ზოგადად გუნდის თამაში იყო უსახური და მარტო ამ ორ ფეხბურთელს არ მიუქარავს. აქვე დავამატებ რომ დემბელე ცდილობდა რამე გაეკეთებინა, შეიძლება დიდი ფილოსოფია ვერ ჩააქსოვა თავის თამაშში მაგრამ დრიბლინგით მაინც ახერხებდა პატარ-პატარა გარღვევების გაკეთებას.

    egre ra dzlivs ar wavikitxe . wesieri komentari yvela dembeles shedga gegoneba sxvebma meti itamashes

    4
    გასულია
    გვარდიოლა-სავიოლა წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 22:31

    დემბელე არის უნიჭო უიტელექტო შლანგი, აუცილებლად გასაყიდია, ბურთს მესიც კარგავს მარა ეს სლემბელე საოცრებას ჩადის, მესმის მცველმა წაგართვას მარა ეს საკუთარ ფეხებში აბლანდვა რა უბედურებაა ვერ დავამუღამე.. დესტიზე რავთქვა, გუშინ მოვიდა, ნელნელა გაივლის ადაპტაციას

    11
    გასულია
    kako წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 22:23

    ვიძახი რამდენი ხანია.დემბელე ვირის ხორციათქო.დემბელე ბარსაში ვერ გაქაჩავს 10 წელიც რომ გავიდეს.

    6
    გასულია
    C.PC5 წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 22:03

    ჩემი აზრით არფრის მომცემი სტატისტიკაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არცერთი არაა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში(დესტიზე ადაპტაციას ვგულისხმობ) და მეორეც რომ ზოგადად გუნდის თამაში იყო უსახური და მარტო ამ ორ ფეხბურთელს არ მიუქარავს. აქვე დავამატებ რომ დემბელე ცდილობდა რამე გაეკეთებინა, შეიძლება დიდი ფილოსოფია ვერ ჩააქსოვა თავის თამაშში მაგრამ დრიბლინგით მაინც ახერხებდა პატარ-პატარა გარღვევების გაკეთებას.

    7
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 21:58

    დესტს რას მოთხოვ საპირისპირო ფლანგზე დააყენეს, რობერტო ჯობდა მარცხნივ დამდგარიყო. ასე მარჯვენა ფლანგი მაინც არ მოგვიკვდებოდა ამ თამაშში ორივე ფლანგის შეტევა დავკარგეთ.

    10
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV