გრიზმანის საშინელი სტატისტიკა

გრიზმანის საშინელი სტატისტიკა

გასულ ზაფხულში "ბარსელონაში" განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ბევრს იმედი ჰქონდა, რომ კატალონიური კლუბის შემტევი ანტუან გრიზმანი ძველებურად ათამაშდებოდა, თუმცა, ფრანგი ფეხბურთელის ბოლოდროინდელი შედეგები დამაიმედებელი ნამდვილად არაა.

Tribuna-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 29 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" მაისურით ბოლო 28 დარტყმიდან 26, ანუ 92%, გააცუდა. გრიზმანის მიერ კარისკენ გასროლილი ბურთებიდან შედეგიანი მხოლოდ 2 აღმოჩნდა.

გუშინ, "ხეტაფესთან" მატჩში, ანტუანს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, როგორც უკვე უმეტეს შემთხვევაში ხდება, მან ბურთი კარს საკმაოდ დიდი მანძილით ააცილა.

ანტუან გრიზმანს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მიმდინარე სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანია. მთლიანობაში, მისი "ბარსელონური" მონაგარი 52 თამაშში 15 ბურთია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 19 ოქტომბერი 2020 17:35
    0
    გასაშვები თუ ვინმე არის პირველი გრიზმანია მაგის პოზიციაზე მესიც კარგად ითამაშებს ერთი კარგი თავდამსხმელი მოიყვანეთ და სიტუაცია დალაგდება
    nukri1996
    სტუმარი [?]
    #4 18 ოქტომბერი 2020 22:00
    3
    rato gadauaret am dembeles ... tqvenma fatim xo gadauara getafes arcerti vargoda gushin amdeni xani ar utamashia kacs itamasha da yvela chichveishvili gaxda dacadet am sezonshi chajdeba sastavshi tu ar gamartla piradad me movukitxav dedamis anbanis mixedvit
    Ani benzo
    სტუმარი [?]
    #3 18 ოქტომბერი 2020 21:23
    1
    CHEPE,
    Yochag dafiqrebulxar bevr rameshi :)
    გულშემატკივარი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2020 21:19
    0
    თავის თავს დააბრალოს. რას მოდიოდა აქ!
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2020 21:16
    1
    ისევ არასწორ პოზიციას დააბრალებს ვითომ?:)