ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, გუნდის თამაშის გაუმჯობესებაა | რონალდ კუმანის ინტერვიუ

  • 18-10-2020, 18:27
  • ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, გუნდის თამაშის გაუმჯობესებაა | რონალდ კუმანის ინტერვიუ

    რონალდ კუმანმა AD-თან მიცემულ ინტერვიუში გუნდის მომავალსა და მის მუშაობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აქცენტი სატრანსფერო მიზნებზეც გააკეთა.

    "ბოლივიასთან მატჩის შემდეგ მესისთან whatsapp-ზე მოკლე მიმოწერა მქონდა. ვხედავდი თუ როგორ ურთულდებოდათ ფეხბურთელებს სუნთქვა და მაინტერესებდა, შეძლებდა, თუ არა ის დაბრუნებისთანავე ჩვენს დახმარებას. თუმცა, ლეო ამგვარად თამაშს მრავალი წლის განმავლობაში ახერხებდა."

    "კორონავირუსული რეგულაციების გამო, მთელ გუნდთან ნაკლები კომუნიკაციის საშუალება მეძლევა. თამაშის შემდეგ ვემშვიდობები და ამის შემდეგ გასახდელი მალევე ცარიელდება."

    "რაც შეეხება ლეოსთან შეხვედრას, მე მას მხოლოდ ის ავუხსენი, თუ როგორი ცვლილებები მსურდა გუნდში. დადებითი შეხვედრა გამოდგა, რადგან ფეხბურთის სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრეთ. როგორც თავად მივხვდი, ის მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს."

    "იმ ცხელი კვირის შემდეგ, როდესაც მესიმ ვარჯიში განაახლა, მის ქცევაში მხოლოდ კარგ თვისებებს ვხედავდი. მთავარი ის არის, რომ როდესაც ლეო ბურთს ხედავს, ის ბედნიერია."

    "ვარჯიშის პროცესისას, პასი-დარტყმის სტილის დავალების დროს, შროიდერი მითითებებს ნახევრად ინგლისურად და ნახევრად ესპანურად იძლევა, ხანდახან ესპანურად მე ვუსწორებ, მაგრამ მესისთვის ეს საჭირო არცაა. ის მომენტალურად ხვდება ყოველივეს. ლეოს საფეხბურთო ინტელექტი უმაღლეს დონეზეა."

    "ახალგაზრდა ტალანტები, ანსუ ფატი და პედრი ნელ-ნელა ვითარდებიან. სუარესი ჩემთვის იმ ფეხბურთელთა რიგებში ითვლებოდა, რომელსაც ამ სეზონში სათამაშოდ მცირე დრო მიენიჭებოდათ."

    "ლუისმა წასვლის წინ სამწვრთნელო შტაბს სავარჯიშო ოთახში დასამშვიდობებლად შემოგვიარა."

    "ჩემს ერთადერთ მიზანს გუნდის თამაშის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ საქმეს კარგად შევასრულებ, არ მგონია, ბევრი ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი აღმოჩნდეს, რომელსაც ჩემი გათავისუფლება ენდომება."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    18 ოქტომბერი 2020 21:26

    წადი შენი და შენი მომყვანის დედიკოები მოიკითხა მიხოს ვირმა კახეთიდან.

    0
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 19:23

    ერთი ჯოხის აქნევით შეუძლებელი იყო ჭაობიდან ამოყვანა
    გუნდის გაახალგაზრდავებაზე დაიწყო მუშაობა
    +100 მილიონიან ბალასტს ასე იოლად ვერ მოიშორებდა, ეს იკითხებოდა კიდევაც
    ურთულესი სეზონი იქნება, მით უფრო, რომ მსაჯების და ფედერაციის ფაქტორს გადაჩვეულია, თანაც ისინი ხომ 90-იანებში ასე გააქტიურებულები არ იყვნენ, კატალონიის ამბებიდან გამომდინარე?!
    ხეტაფესთან ანსუზე საჯარიმოში 2-ჯერ დაირღვა წესი, ვიდეოგამეორებაის გამოყენება კი საჭიროდ არ ჩათვალა მსაჯმა
    ისე, როგორც დე იონგის ეპიზოდი, როდესაც უყოყმანოდ მიუთითა 11 მეტრიანისკენ

    ნიომის ეპიზოდი, როდესაც მესის სახეში ჩასცხო, მაგაზე ნაკლებად სახიფათო ეპიზოდში გააგდეს ლენგლე სელტასთან
    მიმიმუმ ქულა მაინც ეკუთვნოდა გუნდს მაგ ყასბებთან

    კუმანმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა ააშენოს გუნდი, დინჯი და მშრომელია, სერიოზული ჰოლანდიელი, ცანცარობის გარეშე
    და ამავე დროს ისევეა გუნდის ლეგენდა, როგორც დინიო, ჩავი, ინი და ა.შ. (თუ არ ცავთვლით იმას, რომ გუნდის აღზრდილი არაა და მთელი კარიერა ბარსაში გატარებული არა აქვს)
    ბარსას მაისურით 254 მატჩი ითამაშა და მის ანგარიშზე 83 გოლია
    მათ შორის 1 ჩ/ლიგის გამარჯვების მომტანი გოლი, ამის მერე გახდა ბარსა ის გრანდი, რასაც ნამდვილი გრანდი ჰქვია, ანუ უმაღლესი ტიტულის მომგები გრანდი

    7
    გასულია
    Niclaus გულშემატკივარი [?]

    18 ოქტომბერი 2020 18:50

    რავიცი, წაგების მიუხედავად, 100% ით მგონია რომ ნებისმიერმა პრეზიდენტმა უნდა მისცეს დრო სეზონის ბოლომდე მინიმუმ. შემდეგი მწვრთნელი კი ვიცით რომ ჩავია, ასე რომ როცა დრო მოვა, დაბრუნდება ლეგენდა.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV