ყველაზე ცუდი სტარტი 2015/16 წლების სეზონის შემდეგ

ყველაზე ცუდი სტარტი 2015/16 წლების სეზონის შემდეგ

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ლა ლიგის წლევანდელი სეზონის სტარტი "ბარსელონასთვის" 2015/16 წლების შემდეგ ყველაზე ცუდია. 

კატალონიელებმა საწყის 4 მატჩში 8 გოლი გაიტანეს, ბოლო 4 სეზონში კი ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ. 

გათამაშების პირველი 2 შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რონალდ კუმანის გუნდმა ჯერ "ვილიარეალი" (4-0), შემდეგ კი "სელტა" (3-0) დაამარცხა, სტატისტიკა კი ამის შემდეგ გაიფუჭა - ბოლო 2 თამაშიდან "ბლაუგრანამ" ვერცერთი მოიგო და სულ ერთი გოლის გატანა მოახერხა (1-1 "სევილიასთან", 0-1 "ხეტაფესთან"). 

აღსანიშნავია, რომ 2015/16 წლების სეზონის პირველ 4 ტურში (წლევანდელის მსგავსად 8 გოლი) "ბარსამ" ყველა თამაშის მოგება მოახერხა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 18 ოქტომბერი 2020 18:40
    2
    მე არავარ დიდი მწვრთნელი,და დიდი ფილოსოფოსი,მაგრამ ჩემი აზრი მაქვს და შეხედულება,გრიზმანს დავაჭედებდი სკამზე,ისე რო მიხვდებოდა გონზე მოსვლა როა საჭირო,მივცემდი შანსს სხვა ფეხბურთელს,მაგალითად ბრეითუეტს,რობერტოც სკამის კაცია,თუ საჭიროა მესიც უნდა დასვას და ამით ყველა გაიბერტყავს ყურებს,კოუტინიო რაც დაბრუნდა სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს,ყიველმხრივ კარგია,დემბელეს თამაში საშინელებაა,როცა ხარ ბარსელონას ფეხბურთელი ბურთი ასჯერ არუნდა დაკარგო და ასჯერ არუნდანგაიგდო წინ ზედმეტარ ძლიერად ისე რო ვეღარ დაეწიო,ესეთებს სხვა კლუბებში ერთ ადგილს არ ანძრევინებენ სანამ აზრზე არ მოდიან...და კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #3 18 ოქტომბერი 2020 17:14
    1
    კუმანმა სწორად მოიქცა ,წინ ორი ძალიან სერიოზული თამაში ელით,ლიგაზე და რეალთან,როტაცია გააკეთა,რა მისი ბრალია თუ ვერ ერგება გრიზმანი ბარსას,უბრალოდ უფრო სწორი იქნებოდა გრიზი გაეშვათ თან ფულს გააკეთებდნენ და ჯეკა მინიმუმ ერთი სეზონი დაეტოვათ.იმედი მაქვს ყველა ათამაშდებიან
    Culé [?]
    #2 18 ოქტომბერი 2020 16:17
    0
    კოუტინიო სულ ძირითადში უნდა იყოს და 10 ანზე იდგეს მესი კიდე შეტევის გარდა არ ბუნდა იღებდეს ცენტრში ბურთს. ფატი ფლანგზე მაგარამ ფატიზე მთლად დაყრდნობა არ შეილება თავიდანვე თუ წაუვიდა თამაში დაფრინავს თუ არ წაუვიდა ჩაკარგულია ხოლმე გრიზმანმა კიდე რა ვიცი უნდა დაიწყოს თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2020 15:26
    6
    სტარტი არაფერს ნიშნავს. მეიმედება მე ეს კაცი.. ფეხბურთელები არიან გამოსაფხიზებელი ჯერ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★