კუმანი: მემფის დეპაის შეძენას ისევ ვეცდებით

კუმანი: მემფის დეპაის შეძენას ისევ ვეცდებით

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ღიად აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მემფის დეპაის დამატებას ისევ ეცდება. 

"დიახ, ამის შანსი ნამდვილად არსებობს. დეპაი ძალიან მომწონს და ვეცდებით, ის დავიმატოთ, თუმცა კლუბის ფინანსურ სიტუაციაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება იანვარში. 

რა თქმა უნდა, მას გუნდის იდეებზე უკვე ვესაუბრე. რეალურად, ყველაფერი უკვე მზად იყო, მაგრამ ლა ლიგის რეგულაციების გამო ამ ტრანსფერამდე ჯერ ფეხბურთელი უნდა გაგვეყიდა". - ციტირებს კუმანის სიტყვებს AD.nl. 

დეპაი, რომელსაც რონალდ კუმანი "ბარსაში" გადმოსვლამდე ჰოლანდიის ნაკრებში წვრთნიდა, სექტემბერში "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე იყო, თუმცა კატალონიელებმა მისი "ლიონიდან" გადმოყვანა ვერ შეძლეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 18 ოქტომბერი 2020 15:10
    3
    გრიზმანი და დემბელე უნდა წავიდეს ... იმედია ჯამში ... 150 მილიონს მაინც ვიშოვით ჯამში ...
    --------------------

    ForçaBarça