ლუის სუარესის მესამე გოლი "ატლეტიკოს" მაისურით და კიდევ ერთი მიღწევა

  • 17-10-2020, 21:18
  • ლუის სუარესის მესამე გოლი "ატლეტიკოს" მაისურით და კიდევ ერთი მიღწევა

    მადრიდის "ატლეტიკომ" "სელტა" გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 2-0 დაამარცხა. "როხიბლანკოს" შემადგენლობიდან თავი ლუის სუარესმაც გამოიჩინა.

    Optajose-ს სტატისტიკის მიხედვით, ლუის სუარესმა ლა ლიგაში რიგით 195-ე შეხვედრაში საიუბილეო, 150-ე გოლი გაიტანა.

    ურუგვაელი თავდამსხმელი მეორე ფეხბურთელია, რომელსაც 150-გოლიან ნიშნულამდე მისაღწევად ყველაზე მცირე დრო დასჭირდა. მასზე სწრაფად ეს კრიშტიანუ რონალდუმ, 140 მატჩში მოახერხა

    შეგახსენებთ, რომ "სუა" მადრიდელებს 2020/21 სეზონის სტარტზე შეუერთდა და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად უკვე 1 ასისტიცაა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Blaugrana bari წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 01:20

    სუარესი გაუშვეს და ბრაითვეიტი დატოვეს ესეც კუმანის არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა როგორც სეტიენი იყო გუნდის დამღუპველი ისე იქნება კუმანიც

    არაფერი არ ეშველება ამ ბარსელონას სანამ ბართუმო არ წავა

    ვაფშე პუჩის რომ სვამ სკამზე ხო არის რეალური რომ ფეხბურთი არ იცი მონდომებულია და იმსახურებს ძირითადში თამაშს

    2
    გასულია
    BlauGrana_DS გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2020 22:40

    რეალს გაუბაბანა კადიზმა.
    ორი ტაიმი კარში ვერ დაარტყეს ვერც შტერზემამ, ვერც ვინიციუსმა, ვერც კროოსმა ვერც ვასკესმა.
    კადიზს შეეძლო მეტი გაეტანა, სამი -ოთხი მომენტი ჰქონდა. დღეს უნდა მოვიგოთ და 4 თამაშით 10 ქულა გვექნება და ერთი თამაშით ნაკლები.
    მერე კლასიკოზე უნდა ძმრად ამოვადინოთ შარშანდელი 0-2

    1
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    17 ოქტომბერი 2020 22:29

    რამდენჯერაც გოლს გაიტანს იმდენჯერ უნდა დადოთ პოსტი? მწერლებს ხოარ დაავიწყდათ რომ სუარესი ბარსელონაში აღარ თამაშობს?

    7
    გასულია
    ჩიკო წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2020 22:19

    რეალი აგებს კარგია , ქულებს კიდე დაკარგავს დღეს კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით მშრალი კარით

    6
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2020 22:00

    ჯეკა მენატრება ეეჰ რა MSN დაიშალა

    17
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV