რონალდ კუმანი: ვეინალდუმის შეძენას შევეცდებით

  • 17-10-2020, 20:20
  • რონალდ კუმანი: ვეინალდუმის შეძენას შევეცდებით

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი მისი თანამემამულის, "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის შეძენას ისევ შეეცდება.

    "ბლაუგრანას" ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატება გასულ ზაფხულში სურდა, თუმცა, კუმანის თქმით, კლუბმა მისი დამატება რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

    "ჯინის სივრცის ათვისების საოცარი უნარი აქვს. იგი მოედნის ცენტრიდან მეტოქე გუნდის კარამდე შესანიშნავად გადაადგილდება. მას ნამდვილად შეუძლია, გუნდს რაღაც ახალი შემატოს. თუმცა, კლუბისთვის ფინანსური მდგომარეობა ცნობილი იყო. ვეინალდუმის პოზიციას უფრო ნაკლები პრიორიტეტი ენიჭებოდა, ვიდრე, მაგალითად, მარჯვენა მცველის ან თავდამსხმელის პოზიციას.

    ვეინალდუმის კანდიდატურას, შესაძლოა, იანვარში მივუბრუნდეთ. ჯორჯინიოს შეძენას შევეცდები, რადგან მსურს, რომ ის ჩემს გუნდში იყოს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Algemeen Dagblad.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2020 20:36

    იმედია ბართომეუ და შენ ,იანვრამდე წახვალთ.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV