"ბარსელონა" მორიგ სკანდალში ეხვევა | MD

  • 17-10-2020, 18:46
  • "ბარსელონა" მორიგ სკანდალში ეხვევა | MD

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონაში" მორიგ გაუგებრობას საფუძველი ეყრება.

    წყაროს ცნობით, "ბარსელონა ბ-ს" ყოფილი ფეხბურთელები, კერძოდ, კიკე სავერიო, ჩუმი, სერჟი პუჩი და გილემ ხაიმე კატალონიური კლუბისგან გასულ სეზონში ფლეი ოფში მოხვედრისთვის ბონუსების სახით გადაუხდელი 10 000 (სულ 40 000) ევროს გადახდას ითხოვენ, რის გამოც მათ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას (AFE) მიმართეს.

    "ბარსელონას" მტკიცებით, ამ 4 ფეხბურთელს, კონტრაქტების მიხედვით, ბონუსების მიღების უფლება არ აქვთ, რადგან მათ რეალურად ფლეი ოფის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღათ. ამ მოთამაშეებმა "ბარსა ბ" იქამდე დატოვეს, სანამ გუნდი ფლეი ოფში ითამაშებდა.

    ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლეი ოფში არ უთამაშიათ არც ტრავმირებულებს - ალექს კოლიადოს, ფერან სარსანედასსა და ჰიროკი აბეს, თუმცა მათ ბონუსები მაინც მიიღეს.

    "ბარსა ბ-მ" გასულ სეზონში ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონიდან მე-2 დივიზიონში გადასასვლელ ფლეი ოფში ითამაშა, სადაც გუნდი ფინალში "საბადელთან" დამარცხდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    17 ოქტომბერი 2020 20:13

    ვაი ამათი დედა ვატირე, 40 ათასისთვის ეხლა სასამართლო რო გაიმართოს მაგაზე მეტი ხო დაუჯდებათ და მაგასაც რო თავი დაანებო სახელი ხო გიტყდება მომსვლელ სასტავთან, პლეი ოფამდე ხო მიგათრია იქ თუ არ ითამაშა, რო არა ის იქნებ ვერც შესულიყავი სიტყვაზე ვამობ რადგან არ ვიცი უიმათოთ რას იზავდნენ

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV